კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

access_time2022-07-05 13:20:00

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ტარიფების ზრდას თვალყურს ადევნებენ.


კომისიის თანახმად, იგეგმება კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებთან შედარდება და შეფასდება ფასების ადეკვატურობა, ასევე ხელმისაწვდომობა.


კომისიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიების მიერ ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით ზომებს სწორედ კვლევის ანგარიშის შედეგებიდან გამომდინარე მიიღებენ.


„კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ბაზარზე შეთავაზებული მომსახურებების პირობების ცვლილებას თვალყურს ადევნებს და აანალიზებს ბაზრის დინამიკას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად კომისია კანონით განსაზღვრულ ყველა საჭირო ზომას მიმართავს. შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ მხრიდან გასულ კვირას დაანონსებულ ტარიფების ცვლილებასაც კომისია დააკვირდება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს შესაბამის ქმედებებს. კერძოდ, კომისია ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩაატაროს საქართველოში ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფების ევროპის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარებითი ანალიზი, ე.წ ბენჩმარკინგის კვლევა. ბენჩმარკინგის კვლევა გულისხმობს დროის ერთსა და იმავე პერიოდში მობილური და ფიქსირებული მომსახურებების შესაბამისი სამომხმარებლო კალათების ფასების შედარებას. კვლევის შედეგები კომისიას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს ბაზარზე არსებული ფასების ადეკვატურობა შეთავაზებულ პირობებთან მიმართებაში და სამომხმარებლო ტარიფების ხელმისაწვდომობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით.



ანალოგიური კვლევა კომისიამ 2020 წელს კომპანია „Strategy Analytics“-ის დახმარებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფასების შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩაატარა“,- განუცხადეს კომისიაში ბიზნეს ფორმულას.


ცნობისთვის, 27 ივლისიდან ულიმიტო მობილური ინტერნეტის ტარიფებს ზრდის “სილქნეტი”. „მაგთი“ კი ტარიფებს 3 აგვისტოდან აძვირებს. ტარიფის ცვლილება მობილურ აბონენტებთან ერთად, ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებსაც შეეხებათ.


აღსანიშნავია, რომ ტარიფები წლის დასაწყისშიც გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში გაძვირდა „მაგთის“ მობილური ინტერნეტი - გაუქმდა ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომია 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე გაძვირდა, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი გახდა. 28 თებერვლიდან 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გააძვირა „სილქნეტმაც“. ამასთან, თებერვალში „ბილაინმა“ სტანდარტულ სასაუბრო ტარიფი გააძვირა.


შეგახსენებთ, კომპანიებმა რიგი მიმართულებით ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი. კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ 2019 წლის 14 თებერვალს დაანონსებული ტარიფების ცვლილება შეუჩერა. 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კი 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმება მთლიანად შეუზღუდა, ვინაიდან კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აღნიშნული პაკეტის გაუქმების ან გაძვირების საჭიროება არ არსებობდა. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს აღარ ჰქონდათ უფლება ტარიფების ცვლილება კომისიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განეხორციელებინათ. თუმცა უკვე გასული წლიდან გაუქმდა სატარიფო კონტროლი და შესაბამისად ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის ნებართვას აღარ საჭიროებს.


businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up