კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს

კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს

access_time2021-02-23 13:10:39

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო. ინფორმაციას კომისია ავრცელებს.


„ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.


შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“ ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის - შპს „ახალი ქსელების“ წილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი).


საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ (რომელიც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა პარლამენტის წევრისთვის) მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები; საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;“



ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.


კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არის გარანტირებული. კერძოდ, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარანტირებულია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი მარეგულირებლის დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპებს წარმოადგენს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;" ეს წესი კი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის თანახმადაც „კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“


სწორედ ეს არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციების კომისიის, როგორც კონსტიტუციური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშვალდებულებას. ნებისმიერი სხვა სახით ჩარევა მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, წარმოადგენს კომისიის დამოუკიდებლობის შელახვის, მასზე არასათანადო ზემოქმედებისა და მის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევის მცდელობას და დაუშვებელია კანონმდებლობის თანახმად.


დაუსაბუთებელი და სამართლებრივი ნორმებიდან გასულია ფრიდონ ინჯიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური უნდა ირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და არა კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარალამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებების რამდენიმე საკანონმდებლო აქტში („მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში), რომლის შედეგადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსზე ნებართვა, შესაბამისად გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელიც და განისაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, რომელიც გადაიხდება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩანს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტების განმარტებით ბარათებშიც, რომელიც საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.


აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ ინჯიას მიერ საკანონდებლო ჩარჩოებიდან გასული განცხადებები, რომელიც მის პირად და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up