კომუნიკაციების კომისია: Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები  გაიუმჯობესოს

კომუნიკაციების კომისია: Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს

access_time2020-10-15 18:40:00

„ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო კვლავ დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთი ქულა მოემატა, რის შედეგადაც სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა“ – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


„Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, ანგარიშში საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებლებისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას 24 საათის განმავლობაში აძლევს.


ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას და სფეროში არსებულ ტენდენციებს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და 2020 მაისის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 921 000 შეადგინა, რაც 137 000-ით მეტია გასულ ორ წელიწადთან შედარებით. მომხმარებელთა მზარდ ტენდენციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იზრდება მომსახურების ხარისხი, როგორც ფიქსირებულ ისე მობილურ ინტერნეტზე.


Freedom House-ს ანგარიშში ასევე საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების ხუთწლიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მიზნით, ქვეყნის მიერ წარდგენილი სტრატეგია ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის სტიმულირებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ციფრული უნარების განვითარებას. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 3G და 4G სერვისები ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელი უნდა ფარავდეს ქვეყნის ტერიტორიის 99 პროცენტს, ხოლო 5G სერვისის პილოტირება ქვეყანას დაწყებული უნდა ჰქონდეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა 5G განვითარების სტრატეგია და 2020 წლიდან აუქციონს გამოაცხადებს.



Freedom House-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა, მათ შორის ხარისხობრივი კუთხით ინტერნეტის შესახებ და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ყველა ინტერნეტ პლატფორმასა და კომუნიკაციაზე.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მცირე და საშუალო ზომის ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულებას უსაზღვრავს. Freedom House-ს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და მომხმარებელს მკვეთრად შემცირებულ ტარიფებს მოუტანს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up