კომუნიკაციების კომისია ბილაინის მიერ კავკასუსის შეძენის საკითხის განხილვას იწყებს

კომუნიკაციების კომისია ბილაინის მიერ კავკასუსის შეძენის საკითხის განხილვას იწყებს

person access_time2016-01-05 10:30:28

კომპანია „ბილაინი“ მის მიერ „კავკასუს ონლაინის“ შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბილანის მიერ კავკასუსის ყიდვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. 


ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული წლის 15 ნოემბერს  “ბილაინმა” და  ”კავკასუს ონლაინმა ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიაში წილების შერწყმის თაობაზე განცხადება შეიტანა და კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე.


5 იანვარს   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისია  განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას დაიწყებს.  



როგორც ბილაინში აცხადებენ, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიებს შორის და თუ შეთანხმება შედგა, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება შერწყმა.


“კომპანიების წილების შერწყმა გულისხმობს ბილაინის მიერ მხოლოდ კავკასუს ტვ-ის  და სადენიანი ინტერნეტის სერვისის შეძენას. ბილაინი შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ არის დაინტერესებული.


შპს „კავკასუს ონლაინის“ აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას  არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო  მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ბილაინის მიერ კავკასუსის შეძენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს გააორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს გააორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up