კომუნიკაციების კომისია „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესის შეძენის საკითხს განიხილავს

კომუნიკაციების კომისია „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესის შეძენის საკითხს განიხილავს

access_time2016-02-09 14:14:39

თუ მაგისტრალური კაბელების შეძენაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისია შპს "მობიტელის" და ,,კავკასუს ონლაინის" ერთობლივ განცხადებას განიხილავს. 


ვახტანგ აბაშიძემ სხდომის მიმდინარეობისას ორივე კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა. ,,იმ შემთხვევაში თუ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, რომ აწარმოებთ მოლაპარაკებას წყალქვეშა მაგისტრალის და საქართველოზე გამავალი სხვა მაგისტრალური კაბელების შეძენაზე, გაყიდვაზე, გამიჩნდება დამატებითი კითხვები და პასუხები სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე. ამას სპეციალურად ვამბობ, რადგან მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებას მოითხოვს", - განაცხადა აბაშიძემ. 

 

,კავკასუს ონლაინისა" და ,,მობიტელის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაგისტრალის შეძენაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არამედ საუბარია საცალო სეგმენტის შეძენაზე.


 

რამდენიმე დღის წინ  აღნიშნულ გარიგებაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დავოსში, "ვიმპელკომის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას "ბილაინის" მხრიდან "კავკასუს ონლაინის" შეძენის სურვილის შესახებ იყო საუბარი. 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხში რაიმე წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ხედავს, რადგან არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. 


"ამ თემაზე იყო საუბარი. ამ თემას განვიხილავთ მარეგულირებელთან ერთად. წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ. აქ არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. საუბარია შიდა მიწოდების დისტრიბუციის ქსელის გაყიდვაზე. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება განხილული და მსჯელობა იქნება. მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია ეს მთლიანად, თუმცა მე მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაძლოა მოგვიანებით უფრო დეტალური კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა პრემიერმა. 



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up