კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ პრეზიდენტის განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ პრეზიდენტის განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებს

access_time2016-02-16 18:20:23

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მაგთიკომის" პრეზიდენტის დევიდ ლის მიერ ბოლო პერიოდში შპს „კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის საოპარაციო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების თაობაზე საზოგადოებისთვის განცხადებას ავრცელებს:

 


„კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის" პრეზიდენტის დევიდ ლის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები, კერძო კორპორატიული ინტერესების ლობირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს. ბატონი ლის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანია სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით შეიზღუდოს კონკურენციის პირობებში ბიზნეს გარიგების წარმოების შესაძლებლობა და შპს „მაგთიკომი" დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის საოპერაციო აქტივის უპირატეს მყიდველად.

 


შევახსენებთ საზოგადოებას, რომ „კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის" მიერ შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასცა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს" ყველანაირი, მათ შორის - სამართლებრივი შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ბიზნეს შეთანხმებას შპს „კავკასუს ონლაინთან".

 



რაც შეეხება შპს „მობიტელის" („ბილაინის") მიერ შპს „კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შეძენაზე წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, აღსანიშნავია, რომ წარმოება ჯერ არ დასრულებულა, კომისიას გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ჯერ არ მიუღია, საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის მეორე სხდომა კომისიაში 2016 წლის 10 მარტს არის ჩანიშნული.
კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე შპს „კავკასუს ონლაინის" საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ფოთი-ვარნას) გასხვისების საკითხი არ განხილულა და მეტიც - დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

 


შპს „მობიტელი" („ბილაინი") ბოლო ათი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კომპანია მობილურ და ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით 1 205 201 აბონენტს უწევს მომსახურებას.

 


კომისიის აზრით, ბატონი ლის განცხადებები აზარალებს თავად შპს „მაგთიკომის" რეპუტაციას და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას".

 




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up