კომუნიკაციაზე ქართველები ევროპელებზე ნაკლებს ხარჯავენ -G&Tკვლევა

კომუნიკაციაზე ქართველები ევროპელებზე ნაკლებს ხარჯავენ -G&Tკვლევა

access_time2019-12-03 19:15:15

სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ქართველები შემოსავლის 2.2%-ს ხარჯავენ, რაც 0.8%-ით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს - G&T-მ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიმოხილვა გამოქვეყნა.

სატელეფონო მომსახურები წლიური (2017) დანახარჯია - 496 მლნ ლარი (2007 წ - 450 მლნ). მიუხედავად მცირე  ზრდისა ოჯახების მთლიან დანახარჯებში  სატელეკომუნიკაციოს  წილი მცირდება. 2007 წელს თითო ოჯახი  3.6%-ს ხარჯავდა.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სიმცირისა (3.7 მლნ) მიუხედავად საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზარია. ერთ-ერთ მიზეზად ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობა სახელდება. საქართველოში 10-დან 40 წლამდე წილი მთლიან მოსახლეობასთან 38.5%-ია, ევროკავშირში -35.2%.

 

2018 წელს სექტორმა 844 მლნ ლარის (333$) დაგენერირება შეძლო. შემოსავლის ყველაზე დიდ წილს კომპანიები მობილური მომსახურებიდან იღებენ. ბოლო 12 წელია მობილურ ბაზარზე 3 კომპანია დომინირებს. აბონენტების 74.1% ფიზიკური პირებია,

 


2010 წლის შემდეგ კორპორატიული აბონენტების რაოდენობა 4.7-ჯერ გაიზარდა.

აბონენტების რაოდენობით  წილი  შემდეგნაირად ნაწილდება (09/2019)

მაგთი - 40%

 

სილქნეტი - 35%

ვიონი - 25%

2018 წელს მობილური კომპანიების შემოსავლები 7.3%-ით, ₾481.2 მლნ-მდე გაიზარდა 47% მაგთიზე მოდის.


gbc




2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...


მსგავსი სიახლეები

up