კომუნალური გადასახადების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 2020 წელს 308 მლნ ლარი დაუჯდათ

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 2020 წელს 308 მლნ ლარი დაუჯდათ

access_time2021-11-11 14:00:44

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს მარტიდან მაისის ჩათვლით, ასევე ნოემბერ-დეკემბერში იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ, კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირთათ. სუბსიდია წყლისა და დასუფთავების გადასახადებსაც შეეხო. კომუნალური გადასახადების სუბსიდია გადასახადის გადამხდელებს 308,4 მლნ ლარი დაუჯდათ.

 


კომერსანტმა სუბსიდიის მოცულობის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, ხუთივე შემთხვევაში ყველაზე მეტი თანხა ბუნებრივი გაზის სუბსიდიაზე დაიხარჯა და ასევე ხუთივე შემთხვევაში ყველაზე მეტმა ადამიანმა ელექტროენერგიის სუბსიდირებით ისარგებლა.

 


მარტში ბუნებრივი გაზის სუბსიდირებით 870 ათასმა აბონენტმა ისარგებლა, რაზეც ბიუჯეტიდან 33.319 მლნ ლარი დაიხარჯა, ერთ აბონენტზე საშუალოდ 38.3 ლარი. ელექტროენერგიაზე სუბსიდია ჯამში 17.579 მლნ ლარი 1.058 მლნ აბონენტს დაერიცხა, სუბსიდიამ 1 აბონენტზე საშუალოდ 16.6 ლარი შეადგინა. 657 ათასი აბონენტი 3.912 მლნ ლარის სწყლის გადასახადისგან გათავისუფლდა. სუბსიდიამ ერთ აბონენტზე 5.95 ლარი შეადგინა. დასუფთავებაზე კი სულ 323 ათას ადამიანს ჯამში 1.514 მლნ-ის სუბსიდია დაერიცხა. სუბსიდიამ ერთ აბონენტზე ამ შემთხვევაში 4.69 ლარი შეადგინა. ჯამში ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, წყალსა და დასუფთავებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56.324 მლნ ლარი დაიხარჯა.

 


აპრილში ბუნებრივ გაზზე სუბსიდიით მოსარგებლეთა რაოდენობა 923 ათასამდე გაიზარდა, სუბსიდიის მოცულობა - 36.239 მლნ-მდე, იმავე თვეში ელექტროენერგიაზე 18.257 მლნ-ის სუბსიდია გახდა საჭირო, წყალზე - 2.943 მლნ და დასუფთავებაზე 1.680 მლნ. ჯამში აპრილში კომუნალურ გადასახადები ბიუჯეტს 59.411 მლნ ლარი დაუჯდა.

 


მაისში ბუნებრივ გაზზე სუბსიდია უკვე 1.021 მლნ აბონენტს დაერიცხა, თუმცა სუბსიდიის მოცულობა 29.389 მლნ-მდე შემცირდა, ანუ ერთ აბონენტზე 28.8 ლარამდე. ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე მაისში 19.431 მლნ დაიხარჯა, წყალზე 5.188 მლნ, დასუფთავებაზე 1.781 მლნ. ჯამში მაისში კომუნალურების სუბსიდიამ 55.878 მლნ ლარი შეადგინა.

 


სუბსიდირების პირველ ტალღაზე მარტიდან მაისის ჩათვლით 171.6 მლნ ლარი დაიხარჯა დაგეგმილ 150 მლნ ლარზე 14.4%-ით მეტი.



ზუსტად იგივე პირობებით სუბსიდია ფიზიკურ პირებს ნოემბერ-დეკემბერშიც დაერიცხათ. ნოემბერში ბუნებრივ გაზზე 38.619 მლნ, ელექტროენერგიაზე 19.919 მლნ, წყალზე 4.803 მლნ, დასუფთავებაზე 1.841 მლნ, რაც ჯამში 65.182 მლნ ლარი დაჯდა.


 


დეკემბერში ბუნებრივ გაზზე სუბსიდიით მოსარგებლეთა რაოდენობა 1.030 მლნ-დან 845 ათასამდე შემცირდა, თუმცა სუბსიდიის მოცულობა 46.077 მლნ ლარამდე გაიზარდა, ანუ ერთ აბონენტზე 54.5 ლარამდე, რაც, ბუნებრივია, სეზონურობას უკავშირდება. იმავე თვეში ელექტროენერგიის სუბსიდირების მოცულობამ 19.938 მლნ-ს მიაღწია, წყალი 4.081 მლნ დაჯდა, დასუფთავება 1.550 მლნ ლარი. დეკემბერში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ყველაზე ბევრი - 71.645 მლნ ლარი მოხმარდა.

 


ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე ჯამში 136.8 მლნ ლარი დაიხარჯა. დაგეგმილზე 36.8%-ით მეტი. სულ მარტიდან დეკემბრის ჩათვლით 308.4 მლნ ლარი, წინასწარ გეგმით განსაზღვრულ 250 მლნ ლარზე 23.3%-ით მეტი.



 



200 კვტ.სთ და 200 კუბური მეტრი გაზი მკაცრი ზღვარი იყო. ის ვინც 230 კვტ/სთ-ს მოიხმარდა 230 კვტ/სთ-ის საფასური ექნებოდა გადასახდელი და არა 30-ის.

 


სიმართლეა ის, რომ პანდემიურ წელს ბევრი ადამიანის შემოსავალი შემცირდა, ბევრის სულაც განულდა, რის გამოც ისეთ საბაზისო საჭიროებებზე დახმარება, როგორიც კომუნალური მომსახურებაა, მათთვის ნამდვილად შეღავათი იყო, თუმცა ასევე სიმართლეა ისიც, რომ აღნიშნული 308 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯა  იმ ბიუჯეტიდან, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ფულით ივსება.

 


პრობლემა წარმოიშვა სამართლიანობის ნაწილშიც. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელექტროენერგიით სარგებლობს, გაზიფიცირებული კი ყველა არაა, შესაბამისად გაზიფიცირებულმა და არაგაზიფიცირებულმა აბონენტებმა სახელმწიფოსგან სხვადასხვა მოცულობის დახმარება მიიღეს. უფრო მეტიც, არაგაზიფიცირებული აბონენტთა ნაწილი გასათბობად დენს ხმარობდა, რის გამოც მათ 200 კვტ/სთ-იან ლიმიტს გადააჭარბეს და ვეღარც ელექტროენერგიის სუბსიდიით ისარგებლეს. მათ არც დასუფთავებისა და წყლის სუბსიდია დარიცხვიათ.

 


სუბსიდიის პროგრამა 2021 წლის იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა. პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყველა იმ აბონენტს, რომელიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდა კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრი სუბსიდია ერიცხებათ. გადაწყვეტილების მიზეზი ელექტროენერგიის გაძვირება გახდა, თელასისა და ენერგოპროს აბონენტებს ელექტროენერგია იანვრიდან 3.5 თეთრით გაუძვირდათ. ელექტროენერგიის ტარიფი გაუძვირდა ბიზნესსაც, თანაც უფრო დიდი მოცულობით. მათ ასევე გაუძვირდათ გაზიცა და წყალიც. ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების მკვეთრი ზრდა, საბოლოოდ ისევ მომხმარებელზე აისახა, რომელსაც გაძვირებული პროდუქციის შეძენა მოუწია. 2021 წელს ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კომუნალური გადასახადების ზრდის შედეგად გაზრდილი წარმოების ხარჯი გახდა.

 


2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ელექტროენერგიის საფასური მოქალაქეებისთვის 100 კვტ/სთ-მდე 18 თეთრს, 101-დან 301 კვტ/სთ-მდე 22 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-დან ზემოთ 26.5 თეთრს შეადგენს. ბიზნესისთვის ძაბვის მიხედვით 27.4-32.9 თეთრს.

 


ბუნებრივი გაზის საფასური თბილისში ფიზიკური პირებისთვის კუბურ მეტრზე 54 თეთრს შეადგენს, იურიდიული პირებისთვის 1.10 ლარს. რეგიონებში მოქალაქეებისთვის 57 თეთრს, ბიზნესისთვის 1.15 ლარს. როგორც თბილისსი, ასევე რეგიონებში პურის მწარმოებლები და თბოსადგურები გაზის სპეციალური შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ.

 


თბილისში GWP-ის აბონენტები ტონა წყალზე 0.5 ლარს იხდიან, ბიზნესისთვის ტარიფი 1200%-ით მაღალია და 6.5 ლარს შეადგენს. რეგიონებში მოქალაქეებისთვის ტარიფი ასევე 0.5 ლარია, ფოთში 0.8 ლარი, ბიზნესისთვის 4.5 ლარი.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up