მზესუმზირამ შესაძლოა არსებობა ვერ გააგრძელოს - კომუნა საზოგადოებას მხრდაჭერას სთხოვს

მზესუმზირამ შესაძლოა არსებობა ვერ გააგრძელოს - კომუნა საზოგადოებას მხრდაჭერას სთხოვს

access_time2020-12-20 13:00:41

რადიო ”კომერსანტის” გადაცემა კომერსანტის დილაში კომუნა მზესუმზირას დამფუძნებელმა  რატი რამიშვილმა ისაუბრა. 

მისი განცხადებით,  როდესაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, მზესუმზირას მფლობელებმა თავიანთი საქმიანობა რეგულაციების დაწესებამდე შეაჩერეს, რადგან ზუსტად არავინ იცოდა თუ რამდენად საშიში იყო ეს ვირუსი.

რატი რამიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც მთავრობამ ღია სივრცეებს მუშაობის შესაძლებლობა მისცა, კომუნა მზესუმზირამ  რეკომენდაციების სრული დაცვით ღია სივრცეში 1000 კაციანი ივენთი მოაწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 4000 კაციან სივრცეში მხოლოდ 1000 ადამიანი ჰყავდათ, მაინც დაჯარიმდნენ.

გარდა ამისა, კომუნა მზესუმზირას საახალწლოდ დაგეგმილი ივენთიც ჩაეშალა, რის გამოც ბევრ ფინანსური ვალდებულება დაეკისრათ.


ამ ყველაფერს  კრედიტით და სხვა  ფინანსური  ვალდებულებებით  შევხვდით.  რა თქმა უნდა, ასეთ ხანგრძლივ პანდემიას არ ველოდით, შესაბამისად ამდენი ხანი რომ გავჩერდით, ძალიან დავზარალდით.

რაღაც ღონისძიებები ისე დავგეგმეთ, რომ მინიმალური  ვალდებულებები დაგვეკმაყოფილებინა,  ზაფხულში რამდენიმე ივენთი გვქონდა დაგეგმილი,  პირველივე ივენთის ჩატარებისთანავე შრომის ინსპექციამ, თვითნ ბექა ფერაძემ დაგვაჯარიმა. -  აღნიშნა რატი რამიშვილმა


ამ ეტაპზე, მზესუმზირას დონაციის იმედი აქვს და საზოგადოებისგან  მხარდაჭერას ელოდება. როგორც  რატი  რამიშვილმა აღნიშნა,ადამიანები მხარს უჭერენ და ამ ეტაპისთვის გარკვეული თანხის მოგროვებაც შეძლეს.


ონლაინ რეჟიმში არაფერი  გამოდის,  ჩვენ ისეთ სფეროს წარმოვადგენთ, რასაც დისტანციურად ვერ გაყიდი. მზესუმზირა არის სოციალური პროექტი.

გარდა იმისა, რომ  შესაძლოა მზესუმზირამ არსებობა  ვერ  გააგრძელოს, აქ დასაქმებულ ადამიანებიც გარკვეულ პრობლემებში და სირთულეებში ჩავარდნენ და სანამ სრულიად  გავკოტრდებოდით დახმარება საზოგადოებისგან ვითხოვეთ.

ჩვენ ადამიანებისგან უბრალოდ დახმარების მიღება არ გვინდოდა, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს  უჭირს და რთულია ვინმეს დახმარება სთხოვო.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვისაც ამ ძალიან დიდი  დახმარების სანაცვლოდ, რაიმე  სიმბოლური შეგვეთავაზებინა და მათ სიმბოლურად ჩვენი პინები, პოსტერები და სხვადასხვა საჩუქრები გადავეცით.

ასევე წინასწარ ვყიდით მომავალი ივენთის ბილეთებს, რომელიც არ ვიცით როდის  ჩატარდება.

დონაციისთვის სხვადასვხა აქტივობები გვაქვს მოფიქრებული, პოსტებს  ვწერთ სოციალურ  ქსელში და ვცდილობთ  რომ ადამიანებს  სხვადასხვა  გზით  თავი  შევახსენოთ. -  აღნიშნა რატი რამიშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up