Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

access_time2019-07-15 20:00:03


საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда.


(მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ. ლინკი)


იქნებ გამართლება აფხაზების იმედი და რუსულმა ტურისტულმა ნაკადმა აფხაზეთში გადაინაცვლოს?


იქ, რა თქმა უნდა, რუსების მოუთმენლად ელიან. ძალიან ელიან  - ისე, რომ არ არემონტებენ სარკინიგზო სადგურს, არ ხსნიან აეროპორტს, და არ უვლიან პლიაჟებს...


ყოფილი დიდების ნარჩენები


- თქვენ ალბათ ელით ბერვ რუს ტურისტს? ხედავთ რა ხდება საქართველოში  - ვეკითხები პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჟიმბას.


- დიდი იმედი გვაქვს რომ ტურისტული ნაკადი მოტრიალდება ჩვენსკენ. მართალია, ჩვენი სერვისი ჯერ არაა მაღალი, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილები ვართ და მზად ვართ მივიღოთ ჩვენი რუსი ძმები  - მპასუხობს იგი.


და იღებენ კიდეც - როგორც  აქაური ხელისუფლება ამტკიცებს, აფხაზეთში ყოველწლიურად ჩამოდის მილიონი რუსი ტურისტი.


- სსრკ-ს დროს ჩამოდიოდა 2 მლნ.. და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე მივაღწევთ ამ დონეს - ამბობს პრეზიდენტი.


იმისთვის, რომ გაიგო როგორ გრძნობს თავს რუსი ტურისტი აფხაზეთში, სულ  არაა საჭირო ოფიციალური პირების დაკითხვა, ყველაფრის დანახვა შეიძლება საკუთარი თვალებით.


შესანიშნავი ნანგრევები იწყება პირდაპირ სასტუმროს შესასვლელთან - სხვათა შორის, ეს არაა უბრალოდ სასტუმრო  - ეს არის ერთ დროს განთქმული მოსკოვის სამხედრო გარნიზონის .


სასადილოს პომპეზური შენობა წააგავს პატარა სასახლეს, მაგრამ შუშები ჩამსხვრეულია, საღებავი ჩამოიფხიკა. სადღეისოდ მუშაობს მხოლოდ 2 კორპუსი, დანარჩენი ყველაფერი ფანჯრების და კარების გარეშეა.


თუმცა, პალმები, მაგნოლიები, ევკალიპტები - დღესაც აქაა. თუ არ უყურებ გაპარტახებულ შენობებს და ჩართავ ფანტაზიას - მაშინ არაუშავს.


დიდად არ შეცვლილა სიტუაცია “პლიაჟზეც“ - ზღვა, რა თქმა უნდა, თავის ადგილზეა. თუმცა, ასევე თავის ადგილზეა ჟანგიანი ქოლგები, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, რაღაც ბეტონის კონსტრუქციები, ნაგავი. ყველაფერი გაპარტახებული და განადგურებულია.


დამსვენებლები  - 20 ადამიანი, შეიძლება 30. უზარმაზარი “პლიაჟი“ ცარიელია.


- ბუნება ძალიან ლამაზია, რიწის ტბა, მთები, ზღვა. დანარჩენზე ამას ვერ ვიტყვი. სასტუმრო - დიდი არაფერი, შეზლონგები - ტალონებით, თუმცა, ძალიან მძიმეა სათრევად, ამიტომც უნდა აიღო პირდაპირ პლიაჟზე, 50 რუბლად, მაგრამ ყველა გატეხილია, არც ერთი არ იხსნება წესიერად - ამბობს დამსვენებელი კალუგიდან.



მისი მეუღლე სხვა აზრისაა:


„ვიცოდით სად ჩამოვდიოდით, თანაც ასეთ თანხად, სოჭში ვერ იქირავებ ნომერს სანაპიროზე 1500 რუბლად დღე-ღამეში. გათვალისწინებულია 3-ჯერადი კვება, თუმცა, ჩვენ არ დავდივართ სასადილოში - იქ ძალიან უგემურია ყველაფერი.


ქმარი მაინც არ იცვლის აზრს.


- ეს საყოველთაო გაპარტახება ძალიან დამღლელია, ყველაფერი ბინძურია, ავეჯი ძველია, საღამოს სასტუმროში დაბრუნებაც კი არ მინდა. მადლობა ღმერთს, ხვალ მივემგზავრებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ბუნება ძალიან ლამაზია. ჩამოვალთ თუ არა აქ კიდევ? არა ვიცი, არ ვიცი - ამბობს კალუგელი ტურისტი.


მოგვიანებით, ცნობისმოყვარეობამ წამძლია - მოვძებნე ეს პანსიონატი ინტერნეტში. ფოტოებზე - არაუშავს.


სასტუმროში სავსეა ცარიელი ნომრები, ისევე როგორც სხვა განთქმულ აფხაზურ კურორტებზე - გაგრაში და ბიჭვინთაში.


სოხუმის ცენტრალურ სანაპიროზე მეტ-ნაკლებად წესრიგია - ქვაფენილი, რესტავრირებული ძველი შენობები, ევკალიპტები. სასტუმროში ნანახის შემდეგ ცოტათი ვმშვიდდები  - აგერ, შეუძლიათ, თუ მოინდომეს..


თუმცა, სანაპიროები არ განსხვავდება - შეზლონგები ცოტაა, დამსვენებლები - კიდევ უფრო ნაკლები. და ეს სეზონის პიკზე?


„მერე რა? ჩვენ გვყოფნის. ისე, სანამ არ აივსება გაგრა და ბიჭვინთა, აქ არავინ ჩამოვა. იქ რომ არ იქნება ადგილები, ჩამოვლენ აქ. ისე, რაც ნაკლებია ხალხი, მით მეტია ჟანგბადია, არ იცოდით?“ - ამბობს ადგილობრივი ოფიციანტი.


კაფეში ფასები თითქმის მოსკოვურია, თუმცა, ყველგან სიცარიელეა. ხალხნო, სადა ხართ?


ერთად ერთი ადგილი, რომელიც მუდამ სავსეა, არის ე.წ. „სალაყბო“ , პატარა ყავახანა სანაპიროზე, სადაც აფხაზი მამაკაცები თამაშობენ ნარდს და ბჭობენ პოლიტიკაზე.


„სალაყბოში“ არ ლაყბობენ..


ამბობენ, რომ აფხაზეთის წინა პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი ხშირად სტუმრობდა აქაურობას. შემოირბენდა ყავის დასალევად.


- „სალაყბოს ჰყავს თავისი პრეზიდენტი, ის იცავს წესრიგს, თუ ვინმე ჩხუბობს ან ყრის ნაგავს - აძევებენ - ამბობს  60 წლის ზურაბი.


თუმცა, „სალაყბისგან“ განსხვავებით, როგორც ჩანს, პლიაჟებზე წესრიგს და სისუფთავეს არავინ იცავს.


- სადაა ნაგავი პლიაჟზე? თუ არის - მაგას თქვენი რუსი ტურისტები ყრიან, უნდა ვაიძულოთ, რომ წაიყოლონ თავიანთი ნაგავი. სხვათა შორის, ეს თქვენი რუსული სანატორიუმი იყო და თქვენი სამხედროები არასდროს იხდიდნენ მიწის ქირის გადასახადს. კი, რუსეთის მთავრობა გვაძლევს ჩვენ ფულს, მაგრამ ეს რა ფულია? ხურდა, არავის რომ არ ეყოფა - ბრაზობს ზურაბი.


მე ვეუბნები:


- აი თქვენთან აკრძალულია უცხოელებისთვის ბინების და მიწების ყიდვა. ნახეთ, 1 წლის წინ ვიყავი ბათუმში, იქ უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ხსნიან ბიზნესებს და ეს არა მხოლოდ ნებადართულია, პირიქით, ეპატიჟებიან ყველას. ამიტომაც, იქ ყველა კუთხე ათვისებულია და ყველგან წესრიგია. გინდათ გაჩვენოთ? - ვთავაზობ მას.


ის არ ამბობს უარს და უყურებს სურათებს ჩემს სმარტფონში. მესამე სურათზე ვერ უძლებს, და იწყებს გინებას.


„ტფუი, არ მინდა მათ ვუყურო. ვიცი მე ამ ქართველების ამბავი. პირველივე სკანდალის შემდეგ ყველას გააგდებენ და პირველი რიგში რუსებს“ - დარწმუნებულია ჩემი მოსაუბრე.


„საქართველიო ჩვენი მტერია რუსეთი კი - მეგობარია,“  -ამბობენ აფხაზები, თუმცა, ამავე დროს არ აძლევენ რუსებს უძრავი ქონების და მიწის ყიდვის უფლებას - „მაშინ ნახევარ აფხაზეთს იყიდიან. ჩვენი არაფერი დარჩება. ჩამოდით, დაისვენეთ, სულ არაა საჭირო არაფრის ყიდვა,“  - ამბობენ ისინი.


საკურორტო სოხუმში ცხოვრება ჩერდება 23.00-ზე. არაფერი მუშაობს, ფანჯრებში არ ანთია სინათლე, მხოლოდ ძალიან მაგარი მანქანები (ისინი ძალიან ბევრია სოხუმში) დაქრიან წარმოუდგენელი სიჩქარით, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე.


- აქ არ ღირს სეირნობა ღამით. შეუძლიათ მოგიტაცონ, თუ მოეწონები, თუ წყვილი დასეირნობს ხელჩაკიდებული - შეიძლება ვინმემ სცემოს კიდეც, იმიტომ რომ აქ ასე სიარული არ შეიძლება. შეიძლება გაგძარცვონ, თანაც არა მხოლოდ ღამით. ჩემი ნაცნობებს მანქანა გაძარცვეს ბიჭვინთაში, დღისით, მზისით - ამბობს მოსკოველი დამსვენებელი.


საბჭოთა ნოსტალგია


25 წლის მანძილზე აფხაზეთში არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ მთავრობის შენობა დღემდე დანგრეული, სარკინიგზო ვაგზალი კი, რომელიც საერთოდ არ დაზიანდა ომის დროს, დღემდე სრულიად გაპარტახებულია.


25 წლის მანძილზე თითქმის არაფერი აშენებულა - ეს მაშინ, როდესაც რუსეთმა 2008 წლიდან გამოუყო აფხაზეთს 37 მლრდ. რუბლი. თანაც ტურისტები ასე თუ ისე ჩამოდიან, რაღაც მოგება რჩებათ. ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა ჭიშკრების შეღებვა და შუშების ჩასმა.


„აი საბჭოთა დროში მაგრად ვცხოვრობდით,“  - ამბობენ აფხაზები.


არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მსმენია ყოფილი იმპერიის ასეთი ხშირი ხსენება. აქ მოსახლეობა აშკარად ცხოვრობს იმ დროში, როდესაც აფხაზეთი იყო საოცნებო ადგილი ყველა საბჭოელისთვის.


აფხაზებს მტკიცედ სწამთ, რომ დღესაც ასეა. ძველი დიდების ნარჩენები დღესაც იზიდავს იმ ტურისტებს, რომლებიც არ არიან განებივრებულები კომფორტით და სერვისით.


ისე კი, ბუნება აქ მართლად ლამაზია. ძალიან ლამაზია.



თეგები:
აფხაზეთი



რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up