სილქნეტი - ირაკლი შოთაძესთან  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას გააჩნდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია

სილქნეტი - ირაკლი შოთაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას გააჩნდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია

access_time2020-02-19 21:23:14

კომპანია „სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთვაზობთ : „ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაჟღერდა კითხვები სს „სილქნეტთან“ მიმართებაში, რომელიც ეხებოდა ბატონ ირაკლი შოთაძის საქმიანობას ჩვენს კომპანიაში.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:


ირაკლი შოთაძეს სს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა სილქნეტში 2020 წლის თებერვლამდე. ირაკლი შოთაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას გააჩნდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია, რათა გაეწია კომპანიისთვის კონსულტაციები ისეთი იურიდიული საკითხების თაობაზე, რაც სილქნეტისთვის და ზოგადად სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა. ეს მოიცავს სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების სამართლებრივ საკითხებს, ბაზარზე სხვადასხვა უკანონო ქმედებებთან ეფექტიანი ბრძოლის სამართლებრივ გზებს, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევის, ასევე ტელე და ინტერნეტ სივრციდან უკანონო და პირატული კონტენტის აღმოფხვრის მიმართულებით. მისი, როგორც სახელმწიფო სექტორში მოღვაწე იურისტის, ხანგრძლივი გამოცდილება სასარგებლო იყო კომპანიისთვის ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად. ბატონ შოთაძესთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა მისი შეხვედრა და გასაუბრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, მათ შორის საბჭოს დამოუკიდებელ წევრთან, ბატონ თედ ჯონასთან, რომელიც ასევე გამოცდილი და პატივცემული იურისტია. ირაკლი შოთაძის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა ბატონი შოთაძის დაქირავებისთვის კომპანიის სამართლებრივი საკითხების კონსულტანტად, კომპანიამ მიიღო მისი სამსახურში მიღების გადაწყვეტილება და კმაყოფილი დარჩა მის მიერ შესრულებული სამუშაოთი“-ნათქვამია  სილქნეტის მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 





თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up