კომპანიებს საოფისე იჯარის გადახდა გაუჭირდათ, რის გამოც საერთო სამუშაო სივრცეების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა – Terminal - ის დირექტორი

კომპანიებს საოფისე იჯარის გადახდა გაუჭირდათ, რის გამოც საერთო სამუშაო სივრცეების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა – Terminal - ის დირექტორი

access_time2020-06-25 13:15:49

საერთო სამუშაო სივრცე Terminal - ი ორ ახალ ფილიალს ხსნის, რომელიც ჭავჭავაძეზე აქსის თაუერსში და ვარდების ბაღში განთავსდება. როგორც „კომერსანტს“ Terminal -ის დირექტორმა ჯინო დოლინიმ განუცხადა, პანდემიის შემდეგ მსგავსი სახის სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.


„18 მარტს ჩვენი ყველა ფილიალი დაიკეტა და მუშაობა მხოლოდ 15 ივნისიდან განვაახლეთ. ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესს, კრიზისი შეგვეხო, თუმცა თანამშრომლების შენარჩუნება მოვახერხეთ. გახსნის შემდეგ ყველა წევრი უკან დაგვიბრუნდა და მოთხოვნაც საგრძნობლად გაიზარდა. სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებმა თუ კერძო მეიჯარეებმა პანდემიის პირობებში ვერ შეძლეს შეღავათების დაწესება მოიჯარეებისთვის, პატარა კომპანიებს კი იჯარის საფასურის გადახდა გაუჭირდათ, ამიტომ გაიზარდა Terminal - ის მსგავსი სივრცეების მიმართ მოთხოვნა. ჩვენი კვლევებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან საერთო სამუშაო სივრცეების მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება. კომპანიებმა, რომლებიც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, თანამშრომლების ნაწილს სამუშაო ადგილი ტერმინალში გამოუყვეს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ვფიქრობთ, რომ საერთო სამუშაო სივრცეებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ახლა იწყება“, - განაცხადა ჯინო დოლინიმ.




მისი თქმით, Terminal -ი ყველაზე დიდი სამუშაო სივრცეა და საერთაშორისო ბრენდებს ძლიერ კონკურენციას უწევს. კომპანია სამომავლოდ საქართველოს რეგიონებში, შემდეგ კი უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს გასვლას. დოლინის თქმით, ტერმინალი გახდა ახალი ტრენდი ქართული ბიზნესისთვის - პატარა კომპანიები დახურული ოფისებიდან საერთო სივრცეში გადმოსვლას ამჯობინებენ, რადგან გარდა კომფორტისა, იწყებენ ძალიან საინტერესო და მათთვის სასარგებლო ურთიერთობებს.



„Terminal-ით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, განსაკუთრებით, კომფორტულია ფრილანსერებისა და მცირე კომპანიებისთვის. აღსანიშნავია, რომ Terminal-ი ყველაზე დიდი სამუშაო სივრცეების ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ეს ინდუსტრია 4 წლის წინ შემოიტანა და მსგავსი სივრცეების ცნობადობა გაზარდა. როდესაც 2016 წელს ვერაზე პირველი ფილიალი გაიხსნა, არავინ იცოდა რას ნიშნავდა Co-Working Space, ადამიანებისთვის რთული იყო ამ კონცეფციის გაგება. 2 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ, მთელმა გუნდმა დიდი რესურსი ჩავდეთ, რომ საერთო სამუშაო სივრცე პოპულარული და მიმზიდველი გაგვეხადა. Terminal-ის მთავარი უპირატესობა პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა, საერთაშორისო სტანდარტების სერვისები და ლოფტის სტილის დიზაინია, რომელიც სასიამოვნო გარემოსა და ინსპირაციას გიქმნის. დიდი სურვილი გვაქვს, რომ რეგიონებშიც გავფართოვდეთ, განსაკუთრებული მოთხოვნაა ბათუმში, თუმცა ეს ალბათ უფრო სამომავლო გეგმაა“, - განაცხადა ჯინო დოლინიმ.




ტერმინალი - ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს გამოჩნდა ბაზარზე და უკვე 5 ფილიალი აქვს: ვერა, ვაკე, საბურთალო, ვარდების ბაღი და აქსის თაუერსი. Terminal - ის წევრებს ნებისმიერ ფილიალში საშუალება აქვთ ისარგებლონ შეხვედრების ოთახებით, გამოიყენონ იურიდიული მისამართი, ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები, დალაგების სერვისი, აქვთ წვდომა ნებისმიერ ფილიალთან და რაც მთავარია, გარკვეული პირობებით კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობაც.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up