კომპანიებს ექსპორტში ახალი სააგენტო დაეხმარება

კომპანიებს ექსპორტში ახალი სააგენტო დაეხმარება

access_time2017-10-26 16:36:45

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბების სტრუქტურა უკვე ცნობილია. საპარტნიორო ფონდის მიერ "საქმის კურსისთვის" ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარტნიორო ფონდი ჩამოაყალიბებს შვილობილ სტრურტურას - სადაზღვევო კომპანია საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს. სააგენტო ჩამოყალიბდება სააქციო საზოგადოების ფორმით და იქნება სადაზღვევო რეგულირების ქვეშ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია თურნავამ „საქმის კურსს“ განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე სააგენტოს საქმიანობა მოიცავს ექსპორტის საკრედიტო დაზღვევას და გარანტიების გაცემას. ფონდი თავის მხრივ სააგენტოში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციით შედის.


"ეს სტრუქტურა პრაქტიკულად უპასუხებს ორ პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს დგანან ჩვენი ექსპორტიორი კომპანიები. ეს პირველ რიგში არის საბრუნავი საშაულებების ნაკლებობა, რის გამოც სწრაფად ვერ ზრდიან მიწოდებას და მეორე ეს არის გარკვეული რისკები რომელიც დაკავშირებულია საექსპორტო ქვეყნებთან და იმ მყიდველებთან რომლელბიც არ იმყოფებიან საქართველოში. აი ამ ორი პრობლემის ადრესირებას მოახდენს სააგენტო ანუ გამოყოფს დამატებით გარანტიებს, რის საფუძველზეც და რისი უზრუნველყოფითაც ექსპორტიორები შეძლებენ მეტი საბრუნავი კაპიტალი მოიზიდონ ბანკებიდან და მეორე დააზღვევს მათ კონტრაქტებს იმპორტიორებთან, მათ შორის პოლიტიკური რისკებისგან, კომერციული რისკებისგან და სხვა ასეთი ტიპის რისკებისგან", - აცხადებს ნათია თურნავა.


საკრედიტო დაზღვევისა და გარანტიების ასამოქმედებლად შემუშავდა კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად. სწორედ პარლამენტის მიერ კანონის დროულად მიღებაზეა დამოკიდებული თუ როდის ამოქმედდება სააგენტო.



საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შეეძლება სადაზღვევო ლიცენზიის მიღება და შესაბამისად საქმიანობის განხორციელება. სააგენტო ძირითადად საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.


"სააგენტოს ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს დააზღვიონ საქონლის და/ან მომსახურების მიწოდებიდან წარმოქმნილი კომერციული და პოლიტიკური შემთხვევით გამოწვეული გადავადებული გადახდების საკრედიტო რისკი. აღნიშნული საკრედიტო დაზღვევის პოლისი გაიცემა 12 თვემდე ვადით, განახლების შესაძლებლობით. პროდუქტი მორგებულია საქართველოდან განხორციელებულ საექსპორტო პროდუქტებზე, რომელთაც ძირითადად ახასიათებთ წლის განმავლობაში რამდენიმე გადატვირთვის საჭიროება და მოკლე კონსიგნაციის პერიოდი. საქართველოს საექსპორტო მიმართულებების გათვალისწინებით, სააგენტო განახორციელებს საკრედიტო დაზღვევას საშუალო და მაღალ რისკიან ბაზრებზე.


უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ საქართველოში გადამუშავების შედეგად დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტს მიენიჭება პრიორიტეტი. ფონდში აგნამრტავენ, რომ საკრედიტო დაზღვევა ექსპორტიორებს შეუმცირებს ქვეყნის გარეთ არსებულ საკრედიტო რისკებს, ასევე მისცემს მათ საშუალებას თანხები მოიძიონ სააგენტოს მიერ დაზღევული ინვოისების კომერციულ ბანკებთან ფაქტორინგული ოპერაციებით.






უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up