კომპანიების ნაწილს ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენის ვადა 2 წლით გადაუვადდათ

კომპანიების ნაწილს ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენის ვადა 2 წლით გადაუვადდათ

access_time2019-09-26 13:22:18

კომპანიების ნაწილს ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენის ვადა 2 წლით, 2021 წლამდე გადაუვადდათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.შესაბამის ცვლილებას დღეს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დუჭირა.


ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ კომპანიები დაეწიონ სახელმწიფოს მოთხოვნებს.



„დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა ჩვენ ინციატივას „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა კომპანიას საქართველოში, 1 ოქტომბრისთვის ევალებოდა, რომ მოეხდინა გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავიანთი ანგარიშგების წარდგენა, იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დააწესა ამ ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ორგანომ. ჩვენ კომპანიები გვქონდა დაყოფილი 4 კატეგორიად. მეოთხე კატეგორიაში დაახლოებით 60 ათასამდე კომპანიაა. ის კომპანიები, რომელთა აქტივიც ერთ მილიონამდეა, აქვთ ორ მილიონამდე ბრუნვა და ათ თანამშრომლამდე ჰყავთ - ანუ პატარა მიკრობიზნესები. მათ უჭირდათ 1 ოქტომბრისთვის ამ ანგარიშგების წარდგენა და წარუდგენლობის შემთხვევაში არის 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთს არ აქვს ადამიანური რესურსი, რომ ეს ანგარიშგება ამ ხარისხის ჰქონდეს, სტანდარტს გაცნობოდა, ზოგს არ აქვს კომპიუტერული სისტემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამაც მხარი დაუჭირა ორი წლით გადავუვადოთ ეს მოთხოვნა. კომპანიების მეოთხედი პრაქტიკულად კარგ მდგომარეობაშია ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით და იმედი მაქვს, რომ დანარჩენიც ამ ორი წლის განმავლობაში წამოეწევა და გვექნება გაცილებით გამჭვირვალე, ბიზნესისთვის და მათვისვე გაცილებით საინტერესო გარემო. ეს არ არის საგადასახადო ბიზნესისთვის, ეს არის იმისთვის, რომ მათ წესრიგში ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშგება, რათა შემდეგ ადვილად მოიზიდონ კრედიტი, ასევე ჰქონდეთ გამჭვირვალობა თუ რა ხდება დარგში, თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა. მე მგონია, ორი წელი საკმარის დროა, რომ დაეწიონ ამ მოთხოვნებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.


bpn.ge






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up