კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

access_time2019-06-16 16:00:24

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია  აფასებს.

ე.წ „ოქროს სიაში“ იყვნენ ის კომპანიები,რომლებსაც ჰქონდათ მაღალი რეპუტაცია და ბრუნვა, ამ კომპანიებს ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მსუყე ადგილი ჰქონდათ დაკავებული. ძალიან რთულია,როდესაც ასეთი სერვისით სარგებლობ და ერთ დღეში გეუბნებიან,რომ ვეღარ ისარგებლებ. კომპანიები არ არიან მომზადებულები, მათ უკვე გაწერილი აქვთ 2019 წლის გეგმა, აქვთ გარკვეული ტვირთები აღებული და აწყობილი აქვთ ბიზნეს მოდელი. ეს წარმოუდგენლად დიდი პრობლემა არის ბიზნესისთვის. გაძვირდება ლოჯისტიკა მინიმუმ 5-15%-მდე. ლოგიკურად მივალთ იქამდე,რომ გაძვირდება პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში ,აისახება სამომხმარებლო კალათაზე და უგუნურია ის, ვინც ამტკიცებს რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ფასებზე არ აისახება. ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესაც შეუქმნა პრობლემა. მათ 5 დღეზე ჩამოუყვანეს და 10 დღიანი საშეღავათო პერიოდი მოუხსნეს. მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომა ვერ ექნება საფინანსო ინსტიტუტებთან, ისინი დამატებით საბანკო რესურსს ვერ მოიზიდავენ და ზოგს სავარაუდოდ, ბაზრიდან გასვლაც მოუწევს. 

რატომ არ მოგვცა ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფომ, ჩვენ, ბიზნესს იმის დრო,რომ მომზადებული დავხვედროდით ამ რეგულაციების მოხსნას. ბიზნესს,რომლის მიერ გადახდილ გადასახადებზეც დგას ქვეყანა, უნდა ჰქონოდა საშუალება მომზადებულიყო. დამერწმუნეთ, ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს ქვეყანაში,“ - ამბობს ივა ჭყონია.




თეგები:
ივა ჭყონია



"კერხერის" ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

access_time2019-11-18 21:25:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“
access_time2019-11-19 11:45:51
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. „ზემოაღნიშული, ასევე,...

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად  უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა
access_time2019-11-19 10:05:21
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მათივე ცნობით, არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი...

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...


მსგავსი სიახლეები

up