ფინანსთა მინისტრის შოკური გადაწყვეტილება - ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან მორიგ წნეხზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრის შოკური გადაწყვეტილება - ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან მორიგ წნეხზე საუბრობს

access_time2019-06-06 10:10:35

კომპანიებს, რომლებიც ე.წ. ოქროს სიაში არიან  იმპორტის გადასახადებზე შეღავათები გაუუქმდათ - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ცვლილება შეეხება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას. 


ბრძანებას №162  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წლის 31 მაისს მოაწერა ხელი. 


კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). 


ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს). 


მაჭავარიანის ბრძანების თანახმად, ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში. 



„ამ გადაწყვტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩადგება; ყველასთვის იქნება 5-დღიანი ვადა და ბიზნესი იქნება კონკურენტუნარიან გარემოში, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინიტროში.


ახალ რეგულაციებს  შოკად  აფასებენ ბიზნესმენები. მათი თქმით, სიახლის შედეგად არ არის გამორიცხული კონკრეტულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ. კიდევ ერთ მთავარ პრობლემად იმპორტიორები ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არ არსებობას ასახელებენ და პროდუქციის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მსგავსი ცვლილების მიღება - კონკრეტული პასუხი ბიზნესმენებს ამ ეტაპზე არ აქვთ. ახალი კანონი ძალაში 12 ივნისიდან შედის.


თემურ ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერ ჯორჯიას“ პრეზიდენტი“ - „ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ, რომ არასდროს, ათეული წლების განმავლობაში ჩვენი სამსახური ისე მუშაობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. ეს არის პირველი. გაუფრთხილებლობა და არაინფორმირება იყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც ძალია ცუდია ჩვენთვის. სულ ნახევარსაათიანი პრეზენტაციის გაკეთებაა საჭირო, რომ გაგვეგო სახელმწიფო რატომ ცვლის რეგულაციებს. ნაადრევი გადახდის გამო ბევრი რამ გადასაწყობი ექნება ბევრ ბიზნესმენს. შეიძლება ზოგიერთმა ბრუნვიდან ამოიღოს ფული, შეიძლება ფულის დეფიციტი გაუჩნდეს ამასობაში. გადაეწყობიან, მაგრამ აი, დანაკარგი ექნებათ. უფრო კომფორტულიდან გადავდივართ არაკომფორტულ სიტუაციაზე,“


ზვიად სხვიტარიძე -„ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორი: “სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი, მხოლოდ 2-3 საათის წინ შევიტყვეთ მინისტრის იმ ბრძანების შესახებ, რომელიც თითქმის ყველა იმპორტიორს ეხება, ვინც იხდის აქციზს, საბაჟო გადასახადს, დღგ-ს... სერიოზულ საგადასახადო ტვირთზეა საუბარი; თუ აქამდე 30-დღიანი ვადა გვქონდა, ახლა 5 დღეში მოგვიწევს ამ გადასახადების გადახდა; ეს განსაკუთრებით ჩვენთვის, თამბაქოს ბიზნესისთვისაა რთული. 


ეს არის აბსოლუტურად გამაცამტვერებელი მდგომარეობა ჩვენი ბიზნესისთვის და აბსოლუტურად კრიზისული მდგომარეობა, რადგან ჯერ აქციზი გაზარდეს ისე, რომ არაფერი ვიცოდით და ახლა - ეს. გაყიდვები ისედაც 50%-ით შემცირდა, ხალხი ე.წ. თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა, სადაც აქციზს არავინ იხდის. შემცირებული გაყიდვების პირობებში, როცა იმ 30 დღის ვადაში ვერ ვახერხებთ პროდუქციის რეალიზაციას, ესენი გვეუბნებიან, რომ 5 დღეში გადაგვიხადეთ გადასახადიო - როგორ მოვახდინოთ ეს? სესხით? BAT ფიქრობს სესხის აღებას, ივნისში ხელფასებს ვერ გავცემთ, ამ მდგომარეობამდე კი, რეგულაციების გამო მივედით. ახლა კი, რომელი სესხით დაიფარება თუნდაც ერთი კონკრეტული განბაჟება, რომელიც მინიმუმ 15 მილიონი ლარია? საიდან უნდა მოვიტანოთ 15 მილიონი? ამ რეალობის წინაშე დააყენეს დღეს ბიზნესი. საუბარია, მინერალურ წყლების კომპანიებზე, ნავთობის კომპანიებზე... 50 ათასი ადამიანი მარტო ჩვენს ინდუსტრიაშია დასაქმებული... პირდაპირ გიბიძგებენ იმისკენ, რომ შეამცირო თანამშრომლები, ამოყიდო პროდუქცია და დახურო ბიზნესი. 


ივა ხასია - JTI-ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიაში: აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში ვიხდიდით აქიციზის სრულ ღირებულებას, ახლა კი ეს 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. რეალურად შემოტანიდან პირველივე კვირას. Cash Flow-ს გვიზღუდავენ. საინტერესოა, რა გათვლა აქვს სამინიტროს? ყველა მსხვილ კომპანიას Cash Flow შეუმცირდება და ეს უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე. რეალურად, ამოგვაცლიან საბრუნავ თანხას. მე თვითონ დღეს გავიგე ეს ინფორმაცია, მოგვიწევს სესხების აღება. დამატებით „საჩუქარი“ გაგვიკეთეს... ერთ კვირაში მთელი ბიზნეს მოდელი უნდა გადავწყოთ.


მასალა მომზადებულია რუსთავი 2-ის da BMG-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით.





„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“
access_time2019-11-18 19:00:41
„ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ლარი უკვე გააუფასურა. რამდენიმე  საათიც არ გასულა და ლარი დოლათან მიმართებაში 2.97-იან ნიშნულზეა. ეს თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ –ასე აფასებს  „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.  „მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია ქვეყანაში. განსხვავებულს ვერაფერს  ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სწრაფი...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...


მსგავსი სიახლეები

up