საქართველოში გამოკითხული კომპანიების 19%-მა საქმიანობა შეაჩერა, - ამის შესახებ EBRD-ის და ინვესტორთა საბჭოს მიერ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით ხდება ცნობილი. პანდემიასთან ადაპტაცია ყველაზე მეტად მიკრო ბიზნესს გაუჭიდა და 20%-მა საქმიანობა შეაჩერა, მცირე ბიზნესის შემთხვევაში საქმიანობა გამოკითხულთა 12%-მა შეაჩერა, მსხვილი ბიზნესის კი 11%-მა.
წინა კვლევასთან შედარებით, ნაკლებმა რესპონდენტმა შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა (სულ,19%). ამჟამად, წარმოების შეზღუდვა ყველაზე ხშირად გამოყენებული (30%) საპასუხო ზომაა.
ყველა გამოკითხული კომპანიისათვის, გამოკითხულთა 1/5-ზე მცირედით მეტი განაგრძობს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო დაახლოებით 15%-მა თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
სექტორულ ჭრილში, სტუმრების განთავსებისა და კვების მომსახურების ბიზნესის 38%-მა შეწყვიტა საქმიანობა, რასაც მოსდევს მშენებლობა 18%-ით და საბითუმო და საცალო ვაჭრობა 16%-ით.
რაც შეეხება მოლოდინებს - კვლევაში მონაწილე საწარმოების ერთ მეხუთედზე მეტი მომდევნო 3 თვის განმავლობაში შემოსავლის 50%-ზე მეტით ვარდნას ელოდება, ხოლო კომპანიების 19%-ს უჭირს მოსალოდნელი შემცირების ზუსტი განსაზღვრა. შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ყველაზე მეტად უჭირს გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებს (41%). უახლოეს 3 თვეში კომპანიების მხოლოდ 14% არ პროგნოზირებს შემოსავლის შემცირებას.
gbc.ge