„კომპანიები თავისით ცდილობენ მოაგვარონ პრობლემები, ბიზნესი გაურკვევლობაშია“ - თამაზ დაუშვილი

„კომპანიები თავისით ცდილობენ მოაგვარონ პრობლემები, ბიზნესი გაურკვევლობაშია“ - თამაზ დაუშვილი

access_time2020-04-21 11:30:32

„მთავრობის მხრიდან ითქვა, რომ კომპანიებს, რომლებიც გაითვალისწინებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნორმებს, მიეცემოდათ მუშაობის გაგრძელების უფლება. ფაქტია, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა წარმართულიყო და  სამწუხაროდ ასე არ ხდება, შესაბამისად, კომპანიები გაჩერებულები არიან.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა.


საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და შეჩერებული ბიზნეს საქმიანობების გამო რიგი კომპანიებისთვის ქვეყანაში ლიკვიდობის პრობლემა დადგა, რის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემისთვის სამინისტროს მხრიდან გარკვეული მექანიზმები შემუშავდება, თუმცა კონკრეტულად რა ბერკეტებზე იქნება საუბარი ამ ეტაპზე უცნობია.


თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია „დიომ“ პანდემიის გავრცელებიდან მალევე მოახდინა უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე გადაწყობა, თუმცა კომპანია დღემდე ელოდება მთავრობისგან ნებართვას მუშაობის უფლებაზე.  



„ჩვენი კომპანია სრულად გადაეწყო უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე. ჩვენ გვაქვს შეტანილი მოთხოვნა და ველით ამ მოთხოვნაზე რეაგირებას, თუ როდის მიეცემა მუშაობის უფლება კომპანია „დიოს“ თუნდაც შეზღუდული რეჟიმით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ეს აუცილებელია, რათა კომპანიამ საბრუნავი საშუალებები მოიპოვოს და მინიმალურად მაინც გაისტუმროს თანამშრომლების ხელფასები და მიმდინარე ხარჯები. მოსახლეობას ინფორმაცია აქვს, რომ თითქოს ბიზნესი იღებს ამ პერიოდში ხელშეწყობას, რაც ასე არ არის. ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. მთავრობის მიერ სწრაფად უნდა მოხდეს იმ კომპანიებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემა, რომლებმაც უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა უნაკლოდ დააკმაყოფილეს. დღეს ბიზნესი იბრძვის თვითგადარჩენისთვის, იბრძვის სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ამ ბრძოლაში მას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მთლიანად ეკონომიკას. ამ არაპროგნოზირებად ვითარებაში კომპანიას ძალიან გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება თუ მთავრობის მხრიდან არ იგრძნობს მხარდაჭერას. ბიზნესმა უნდა დაინახოს, რომ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ის მალე შეძლებს ფუნქციონირების აღდგენას. თუ მთავრობა ბიზნესს მხარს უჭერს, ეს კონკრეტულ ქმედებებში უნდა გამოჩნდეს. ახლა კომპანიები თავისით ცდილობენ მოაგვარონ პრობლემები,  ბიზნესი  მარტოა და გაურკვევლობაშია.“ - განმარტავს თამაზ დაუშვილი

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up