Apple საცალო და კორპორატიულ თანამშრომლებსCOVID-19-ის ბუსტრ-დოზის დამადასტურებელ საბუთს მოთხოვს. ინფორმაციას Reuters კომპანიის შიდა ელფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 იანვრიდან არავაქცინირებულ თანამშრომლებს ან მათ, ვინც ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს არ წარადგენს, Apple-ის სამუშაო ადგილებზე შესასვლელად COVID-19-ის უარყოფითი ტესტებიდასჭირდებათ. ჯერ გაურკვეველია, ეხება თუ არა ტესტირების მოთხოვნა კორპორატიულ და საცალო ვაჭრობის თანამშრომლებს.
„COVID-19 ვაქცინების ძირითადი სერიის ეფექტიანობის შემცირებისა და სწრაფად გადამდები ომიკრონ ვარიანტის გაჩენის გამო, ბუსტერ-დოზა,მძიმე დაავადებისგან დასაცავად, თქვენი ვაქცინაციის ნაწილად ითვლება,“ - წერია კომპანიის შიდა მიმოწერაში.
წინა კვირას Facebook-ის მშობელმა Meta Platforms-მა ოფისებში დაბრუნებულ ყველა თანამშრომელს COVID-19-ის ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია დაავალდებულა, რის გამოც აშშ-ს ოფისების გახსნა,31 იანვრის ნაცვლად, 28 მარტამდე გადადო.
ასევე, პარასკევს Alphabet Google-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ოფისების თანამშრომლებს დროებით COVID-19-ის ყოველკვირეულ ტესტებს მოთხოვს.
Amazon-მა აშშ-ს საწყობების თანამშრომლებს ბუსტერ-დოზით ვაქცინაციისთვის 40 დოლარი შესთავაზა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"