კომპანიები, რომლებსაც 2022 წელს შესვენება ან „გადატვირთვა“ მოუწევთ

კომპანიები, რომლებსაც 2022 წელს შესვენება ან „გადატვირთვა“ მოუწევთ

access_time2022-01-08 18:35:30

ბევრი მსხვილი კომპანია ახლა რთულ პერიოდს გადის. ზოგიერთმა კომპანიამ პანდემიის დროს დიდი წარმატებაც განიცადა, მაგალითად, Peloton და Zoom, თუმცა ზოგერთს, როგორიცაა Evergrande და AT&T მილიარდობით დოლარის ვალი აქვთ.

წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლებსაც 2022 წლისთვის სრული გადატვირთვა ან შესვენება უწევთ.

Peloton

სპორტული დარბაზების ხელახალი გახსნის შემდეგ, საშინაო ვარჯიშის ტიტანს სირთულეები შეექმნა. მოგვიანებით მძიმე ვითარებას უსაფრთხოების პრობლემები და ცუდი საჯაროობა დაემატა. მაისში, მას შემდეგ რაც ბავშვი Peloton-ის ერთ-ერთმა სარბენმა ბილიკმა ჩაითრია და დაიღუპა, ბრენდის გაყიდვები შემცირდა.

გაყიდვები 17%-ით დაეცა 2022 წლის პირველ კვარტალში. 2021 წლის ნოემბერში კი Peloton-ის აქციები 33%-ით დაიკლო.

Evergrande

უძრავი ქონების ჩინური კომპანია Evergrande ახლა ოფიციალურად არის ყველაზე დიდი ვალის მქონე კომპანია მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც აიღო დიდი სესხები გაფართოების დასაფინანსებლად, უძრავი ქონების Titan-ის ვალი 300 მილიარდ დოლარზე მეტი გახდა.

კომპანიის აქციების ფასი 89%-ით დაეცა. 3 იანვარს კი აქციებით ვაჭრობა შეჩერდა. 2022 წელს უძრავი ქონების გიგანტს მოუწევს ყველანაირი ძალისხმევის გაწევა, რომ თავიდან აიცილოს სრული კოლაფსი.

Robinhood

Robinhood-ის აქციების ფასი ივლისში IPO-ს შემდეგ 78%-ით დაეცა. კომპანიამ დააწესა შეზღუდვები ეგრეთ წოდებული meme აქციების შეძენაზე, როგორიცაა GameStop და AMC, რომლებშიც მცირე ინვესტორებმა განახორციელეს ინვესტიცია.


გარდა ამისა, ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კომპანია ზედმეტად არის დამოკიდებული კრიპტოვალუტებზე. 2022 წელი შეიძლება იყოს რთული წელი ონლაინ ბროკერებისთვის.

Zoom

იზოლაციის დროს Zoom-მა მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას. თუმცა მას შემდეგ, რაც მსოფლიო გაიხსნა და ბევრი დასაქმებული სამუშაოდ ოფისში დაბრუნდა, კომპანიის ღირებულება თითქმის განახევრდა. ამ ეტაპზე ზრდის ტემპი შენელებულია, რამაც აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია.

Meta

Yahoo Finance-მა შეიძლება მას "2021 წლის ყველაზე ცუდი კომპანია" უწოდა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო Meta-სთვის.

შემოდგომაზე Facebook-დან შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ გაჟონა, რამაც მეგაკომპანიის იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. მაშინ Facebook-ისა და Instagram-ის პოპულარობამ ახალგაზრდებში იკლო კიდეც.

დღეისთვის Facebook განიხილება, როგორც შემაშფოთებელი არასასიამოვნო აპი. Instagram ასევე კარგავს ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ TikTok-სა და Snapchat-ს.

Meta -ს 2022 წელს სრული გადატვირთვა და მისი იმიჯის აღდგენა მოუწევს.

Gap Inc.

Gap Inc. -ს, რომელიც მოიცავს ბრენდებს Gap, Old Navy, Banana Republic და Athleta, უკვე რამდენიმე წელია უჭირს, პანდემიამ კი ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა. კომპანიის აქციების ფასი მაისიდან ეცემა და პერსპექტივა საკმაოდ ცუდია. არსებობს ვარაუდები, რომ კომპანიამ შესაძლოა, 2022 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს.

Pinterest

Pinterest არის ვარსკვლავი, რომლის პოპულარობა იზოლაციის დროს გაიზარდა, მაგრამ იზოლაციის დასრულების შემდეგ იგი მომხმარებლებს კარგავს. ეს პროცესი კი აქციების ფასზე გავლენას ახდენს. საიტის ფასმა თებერვალში 89,90 დოლარს მიაღწია. მას შემდეგ ის დაეცა და ღირებულების დაახლოებით 60% დაკარგა.

წყარო - lovemoney.com,  "ბიზნესპრესნიუსი"






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up