კომპანიები, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად ათასობით ადამიანი დაასაქმეს

კომპანიები, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად ათასობით ადამიანი დაასაქმეს

access_time2020-09-29 21:30:00

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, დაიხურა ათასობით კომპანია და ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ზოგიერთი კომპანიის წარმოება გაიზარდა და ჭარბი მოთხოვნის გამო მათ დამატებითი მუშახელის დაქირავება დასჭირდათ.

CNN წარმოგიდგენთ 6 კომპანიას, რომლებმაც პანდემიის დროს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს:

Amazon

გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანია Amazon-მა სექტემბრის თვეში დამატებით 33 000 ვაკანსია გამოაცხადა. კომპანიის განცხადებით, ისინი დასაქმებულებს საათში 15 აშშ დოლარს უხდიან.

FedEx

კომპანია FedEx დამატებით 70 000 ადამიანის სეზონურად დასაქმებას გეგმავს, რაც ჰელოუინი დღესასწაულთანაა დაკავშირებული. ამასთან, 2021 წლის იანვრიდან FedEx ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს.

Party City


სადღესასწაულო ინვენტარის მომმარაგებელი კომპანია Party City ჰელოუინთან დაკავშირებით დამატებით 20 000 თანამშრომლის აყვანას გეგმავს. ამასთან, მათ აშშ-ში დამატებით 25 ახალი მაღაზია გახსნეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ პანდემია გაყიდვებზე არ იმოქმედებს.

7-Eleven

მაღაზიათა ქსელმა 7-Eleven-მა მარტიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით 50 000 ადამიანი დაასაქმა. პანდემიის დროს გაზრდილი მოთხოვნის გამო ისინი ახალ მაღაზიებს ხსნიან და ახალი ვაკანსიების გამოცხადებას წლის ბოლომდე კიდევ აპირებენ.

Target

კომპანია Target-მა გასულ წელს ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით სეზონურად 130 000 ადამიანი დაასაქმა. კომპანია გეგმავს წელს გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს. ამასთან, Target-ის ოფიციალური განცხადებით, მათი მზიანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში შავკანიან დასაქმებულთა რიცხვი 20%-მდე გაზარდონ.

Walmart

სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა Walmart-მა მარტიდან დღემდე დამატებით 500 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ისინი სოზონურად დამატებით 20 000 თანამშრომლის აყვანას გეგმავენ.


BPN.GE



თეგები:
კომპანიები



ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...


მსგავსი სიახლეები

up