კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

access_time2019-05-25 20:00:07


გასულ კვირას აშშ- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენება აეკრძალათ .  პირველ რიგში ეს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს Huawei-ს შეეხო 

 

ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია  ჩინეთის ხელისუფლების მიერ კონტროლდება და ამიტომაც ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს  , ხოლო ვაჭრობის სამინისტრომ  Huawei შავ სიაში შეიყვანა.

 

ამ დროიდან, ყველა ამერიკული კომპანია, რომელიც თანამშრომლობას  დააპირებს  ამ კორპორაციასთან, ვალდებული იქნება მთავრობის სპეციალური ნებართვა მიიღოს.

 

მსხვილი ამერიკული კომპანიების რეაქცია სწრაფი იყო  - მათ შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობები Huawei-თან, და პირველ რიგში ეს  მოწინავე ტექნოლოგიურ გიგანტებს ეხებათ

 

Google

როგორც კი აშშ-ს მთავრობამ შეიყვანა Huawei „შავ სიაში“, Google-მა განაცხადა, რომ  ჩინური კორპორაციას წვდომას უკეტავს Android-თან, და ასევე წყვეტს სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას კომპანიისთვის.

 

ეს სიახლე აღმოჩნდა დიდი დარტყმა ჩინური კომპანიისთვის, რადგანაც Huawei-ს ყველა სმარტფონი მუშაობს საოპერაციო სისტემა Google Android-ში. შესაბამისად, Huawei-ს ტელეფონების მილიონობით მფლობელი დაკარგავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების საშუალებას, ხოლო შემდგომი ტელეფონები უკვე გამოვა Android-ის გარეშე.

 

ამჟამად Huawei  საკუთარ საოპერაციო პროგრამაზე მუშაობს - ეს არის ჩინური კონცერნის სათადარიგო გეგმა. ახალი პროგრამის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა Huawei-ში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამა  ჩინეთში 2019 წლის შემოდგომაზე  იქნება ხელმისაწვდომი, მთელს მსოფლიოში - 2020 წლის მე-2 კვარტალში.

 

თუმცა, არავინ იცის, რამდენად გაამართლებს ახალი საოპერაციო პროგრამა მაშინ, როდესაც Android უკვე წლებია მუშაობს მთელს მსოფლიოში, და სარგებლობს დიდი პოპულარობით და ნდობით. რამდენად ჩაანაცვლებს მას გაურკვეველი ჩინური პროგრამა - არავინ იცის.

 

Qualcomm


 სწრაფი იყო ჩიპების წარმოებაში მსოფლიო ლიდერის  Qualcomm-ის რეაქცია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე - შავი სიის გამოქვეყნებიდან 3 დღეში Qualcomm-მა შეატყობინა თანამშრომლებს, რომ იგი მიაწვდის საკუთარ აღჭურვილობას Huawei-ს  სანამ კომპანიას არ ამოიღებენ შავი სიიდან.

 

Intel

მიკროსქენების მწარმოებელი გახდა კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა Huawei-თან თანამშრომლობაზე.

 

თუმცა, პირველ ეტაპზე ეს არ შეუქმნის პრობლემას ჩინურ კომპანიას, რომელმაც სანქციების მოლოდინში შეისყიდა 3 თვის სამყოფი ჩიპები. შესაბამისად, რეალური პრობლემები კომპანიას  მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაუჩნდება.

 

Panasonic

აკრძალვებს შეუერთდნენ არა მხოლოდ ამერიკელები - Huawei-თან თანამშრომლობა შეწყვიტა იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა  Panasonic-მა.

 

„ჩვენ შევწყვიტეთ ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობები Huawei-თან და 68 კომპანიასთან, რომელზეც ვრცელდება აშშ-ს მთავრობის აკრძალვა“ - განაცხადეს Panasonic.

ARM

კიდევ ერთი არაამერიკული კომპანია, რომელიც შეუერთდა სანქციებს - ჩიპების ბრიტანული მწარმოებელი ARM.

 

კომპანიის ხელმძღვანელობამ  თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ წყვეტს თანამშრომლობას Huawei-თან ყველა კონტრაქტის და შეთანხმების ფარგლებში და ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

ამის მიზეზად მოყვანილი ის, რომ ARM-ის პროდუქციაში აქტიურად გამოიყენება ამერიკული ტექნოლოგიები.

 

 Vodafone

ბრიტანეთის მობილური კავშირის უმსხვილესმა ოპერატორმა განაცხადა, რომ არ გამოიყენებს Huawei-ს ტელეფონების 5G-ს ქსელში, რომელიც  3 ივლისს ამუშავდება.

 

„“ჩვენ შევაჩერეთ წინასწარი შეკვეთები Huawei Mate 20 X (5G)-ზე ბრიტანეთში. ეს დროებითი ნაბიჯია, სანამ Huawei 5G-ს მოწყობილობებზე შენარჩუნდება გაურკვევლობა“ - განაცხადა  Vodafone-ის წარმომადგენელმა.

EE

ბრიტანეთის კიდევ ერთი მობილური ოპერატორი EE  შეურთდა Vodafone-ს.

 

‘“ჩვენ არ მივყიდით ჩვენს მომხმარებლებს  Huawei Mate 20 X 5G-ს,  სანამ ვერ მივცემთ მათ აპარატების გრძელვადიანი და უპრობლემო გამოყენების გარანტიას“ - განაცხადა EE-ს ხელმძღვანელობამ.


Microsoft

Microsoft-ს არანაირი ოფიციალური განცხადება Huawei-თან მიმდინარე ბიზნეს კონტრაქტებთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია , თუმცა ტრამპის ბრძანებულების შემდეგ Microsoft-ის ინტერნეტ-მაღაზიიდან გაქრა  ნოუთბუკები Huawei MateBook.

 

კომპანია   შექმნილი მდგომარეობაზე   კომენტარს  არ  აკეთებს. 

 

 vestifinance.ru

 



თეგები:
Huawei



მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up