კომპანიები, რომლებიც ყოველი დასაქმებული ადამიანიდან ყველაზე მეტ შემოსავალს იღებენ

კომპანიები, რომლებიც ყოველი დასაქმებული ადამიანიდან ყველაზე მეტ შემოსავალს იღებენ

access_time2019-05-28 10:10:56

Revenue Per Employee-მა ყოველწლიური ანგარიში მიმდინარე წელსაც გამოაქვეყნა, რომელიც იმ სარგებელს ასახავს, რომელსაც კომპანია თითო დასაქმებულის საშუალებით ყოველწლიურად იღებს.


რეიტინგი ერთგვარი საზომია კომპანიების რეპუტაციისა და ადამიანური კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობის, ასევე აანალიზებს იმასაც, თუ სად იშოვება ფული და რომელი სექტორია ყველაზე მაღალშემოსავლიანი.


ანგარიშის თანახმად, ენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესებია. მას მოსდევს ჯანდაცვა, მობილური კავშირები, ტელეკომუნიკაცია და ბოლოს საფინანსო მომსახურება.


რეიტინგში ლიდერი კომპანია Valero Energy Corporation-ია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თითო დასაქმებულიდან, $11,405, 613 შემოსავალი მიიღო.


აღსანიშნავია, რომ 25 კომპანიის მიერ შედგენილ რეიტინგში 17 ენერგეტიკული სექტორიდანაა, სამი კომპანიაა ჯანდაცვის მიმართულებიდან, ორი ფინანსურია და მხოლოდ ერთადერთი კომპანია დასახელდა ტექნოლოგიური. ეს კომპანია Apple-ია, რომლის სარგებელი თითო დასაქმებულიდან 2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.



Google-ს, რომელიც 25 ეულში ვერ მოხვდა, 1 მლნ აშშ დოლარის გენერირებას ახდენს წლიურად დასაქმებულიდან. სამაგიეროდ სიაშია Netflix-ი, რომელიც 2 მილიონის სარგებელს ითვლის.


რაც შეეხება ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე კომპანიებს, რეიტინგში ძირითადად მომსახურების სექტორიდან დასახელდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Hilton Worldwide. სასტუმროების ქსელი თითო თანამშრომლის საშუალებით, 44 726 აშშ დოლარის ოდენობის სარგებელს ნახულობს, შემდეგ მოდის - Starbucks - $84,948-ით. McDonald’s ის შემოსავალია $100 119, Marriott International–ის კი – $117 943.


ანგარიშში წერია, რომ იმ კომპანიის მმართველი დირექტორები, რომლებსაც დასაქმებულიდან ნაკლებ სარგებელს იღებენ, ადამიანურ კაპიტალს ნაკლებად ეფექტიანად იყენებენ. რაც შეეხება შემოსავლებს თითო დასაქმებულიდან, ის ყოველწლიურად იზრდება ენერგეტიკის სექტორში და პარალელურად იზრდება დასაქმებულების ხარჯზე კომპანიების შემოსავლებიც.



bm.ge







ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up