კომპანიები, რომელთა აქციებიც საგრძნობი ფასდაკალებით შეგიძლიათ შეიძინოთ!

კომპანიები, რომელთა აქციებიც საგრძნობი ფასდაკალებით შეგიძლიათ შეიძინოთ!

access_time2020-04-16 20:00:31

საფონდო ბირჟის ესქპერტის ჯაბა დიხამინჯიას განცხადებით,მას შემდეგ რაც მსოფლიო მოიცვა COVD-19 ვირუსმა და სრულად მოახდინა მსოფლიო ეკონიმიკის გაჩერება. ეს აისახა როგორც სრულიად მსოფლიოს მოსახლიეობის ქცევაზე, ასევე კომპანიებზე და შესაბამისად ეკონომიკაზე და სახელდობრ საფონდო ინდექსებზე.


მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებიდან, საფონდო ინდექსები და კონკრეტულად შტატების საფონდო ინდექსებმა უპრეცენდენტო ვარდნა განიცადეს. და უპრეცენდენტობას ქმნის ის ფაქტი რომ, ინდექსები დროის ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან დიდი ბიჯით დავარდა.


აქვე მინდა განვმარტო რომ, როდესაც ინდექსები ვარდება, მაგალითად: ინდექსი S&P500-ი, ეს ნიშნავს რომ, ამ ინდექსის ქვეშ მყოფი კომპანიის აქციების ფასები ვარდება/კლებულობს. ვინაიდან ინდექსი S&P500 ის პორტფელში გაერთიანებულია 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციები და მათ თითოეულის მარკეტკაპიტალიზაცია აღემატება $7 მილიარდ დოლარს.


მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც უყურებთ S&P500 ინდექსის დიაგრამას, თქვენ უყურებთ 500 მსხვილი ამერიკული კომპანიის აქციების ფასების ერთობლივ, შეჯამებულ მოძრაობას. და თუ გადავიყვანთ ყველა იმ კომპანიის აქცეიბის ფასს დოლარში, მივიღებთ დაახლოებით $28 ტრილიონ დოლარს. მოკლედ როდესაც უყურებთ S&P500 ინდექსის დიაგრამას, უყურებთ როგორ მოძრაობს $28 ტრილიონი დოლარი აღმა-დაღმა. ანუ როგორ კლებულობს და როგორ მატულობს ფასში.


მას შემდეგ რაც ინდექსებმა დიდი ბიჯით კლება დაიწყეს, რაც ნიშნავს რომ კომპანიის აქცებმა დაიწყეს ვარდნა. ჩემი და საერთოდ ინვესტორის საშიანო დავალებას წარმოადგენს ამ დროს, Watch list-ის შექმნა. სადაც შეყავთ ხარისხიანი, ფინანსურად მყარი კომპანიის აქციები, თვალყურის სადევნებლად, რომლემა კომპანიებმაც ამ კრიზისის შედეგად განიცადეს აქცეიბის ფასის საგრძნობი კლება/ვარდნა. მიზანი არის ის რომ, გაიაფებული ხარსიხიანი კომპანიის აქცეიბი შევიძინოთ იაფად. იმ გათვლით რომ, როდესაც გადაივლის შტორმი ეს აქციები და ეს კომპანიები განაგრძობენ თვიანთ ბიზნესოპერირებას და მერე ამ კომპანიის აქცეიბს არავინ დაგითმობთ იმ ფასად რა ფასადაც ეხლა არის შესაძლებელი შეძენა.


მეც მაქვს ესეთ Watch list-ი. რომელშიც მოთვსბულია რამოდენიმე კომპანიის აქცია და რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან იაფია თვის ღრებულებასთნ შედარებით.


ისმის კითხვა? როგორ მოვძებნოთ კომპანია რომელიც იაფია მის ღირებულებასთან შედარებით? მე გაგიზიარებთ იდეას, მე როგორ ვეძებ ასეთ კომპანიებს. პირველ რიგში ჩემთვის და ალბათ საღი აზრიც ამას კარნახობს რომ, ფინანსურად ჯანმრთელი კომპანია არის ის, რომელიც სავარაუდოდ უფრო მედგარი იქნება ესეთი კრიზისების გაძლებისთვის. ეს არის კომპანიები რომლებსაც თავის საბანკო ანგარიშებზე უფრო მეტი თანხა აქვს, ვიდრე ვალდებულებები. ვიანიდან კირიზის დროს, როცა ვალდებულებების გადახდაზე მიდგება საკითხი ესეთ კომპანიები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე (საბანკო ვალდებულებების აღება) ხელეწიფებათ გაუმკავდნენ პრობლემებს. და გაცილებით ნაკლები შანსია მათ გაბანკროტების, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანალოგი რომ გავავლოთ ოჯახო რომელისაც ბეღელში ბევრი ხორბალი აქვს უფრო გაძლებს კრიზისების პერიოდში ვიდრე ის ოჯახი ვისაც არ აქვს და სესხება მოუწევს. ეს მარტივი გასაგებია. ეხლა როგორ მოვძებნოთ ასეთ კომპანიები?


პირველ რიგში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უნდა მოვძებნოთ კომპანიები ვისაც ქონება მეტი აქვს ვიდრე ვალდებულებები და რამდენჯერაც მეტი ქონება აქვს ვალდებულებებზე მით მედგარია კომპანია.


არსებობს ესეთი ფინანსური კოეფიციენტი Quick Ratio რომელიც გამოითველება შემდეგნაირად.

სადაც: C = ნაღდი ქეში.


MS = ის რას სწრაფად კონვერტირდება ქეშზე, მაგ: (ფასიანი ქაღალდები აქციები ბონდები)

AR = თანხის მოცულობა რომელიც მისაღაბი აქვს კომპანიას, კონსიგნაციით რეალიზებული საქონლის შედეგად.

CL = მიმდინარე ვალდებულებები.


რაც უფრო დიდი ციფრია Quick Ratio ნინავს იმდენჯერ მეტი სწრაფად რეალიზებადი ქონება აქვს კომპანიას ვიდრე ვალდებულებები გააჩნია მაგალითად 1 ნიშნავს რომ 2 ჯერ მეტი ქონება აქვს ვიდრე ვალდებულება. ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს კომპანიის ლიკვიდურობას.


იმისთვის რომ მოვძებნოთ ჯანსაღი კომპანიები პირველ რიგში უნდა გავფილტროთ ამ მაჩვენებლით. მაგალითდ ფილტრში მოითითოთ Quick Ratio > 1 ზე და ძიება ამოგვიყრის კომპანიებს რომელიც ამ მაჩვენებელს აკმაყოფილებს. ქვემოთ გთვაზობთ ერთ ერთ საიტს სადაც შეგიძლიათ კომპანიები დაფილტროთ უამრავი კოეფიციენტებით.


სურათზე ხედავთ საიტს www.finviz.com და ამ საიტზე მე შევქმენი ფილტრი და გავფილტრე მხოლოდ ის კომპანიები რომელიც ივაჭრება შეერთბული შტატების საფონდო ბირჟაზე. ფილტრი შევქმენი რამოდენიმე პარამეტრით და პირველი არის სწორედ Quick Ratio > 2 ხედავთ წითლ მართკუდედში და მიუთითე რომ, ეს პარამეტრი მეტი იყოს 2-ზე ეს ნიშნავს რომ სისტემამ გამიფილტროს კომპანიები რომელთა ქონება 2 ჯერ მეტია მათ ვალდებულებებზე და მეორე პარამეტრი რომელიც მივუთითე ეს არის Sales Growth Qtr over Qrt რაც ნიშნავს კვარტლიდან კვარტლამდე კომპანიის პროდუქტის თუ მომსახურეობის რეალიზაციის ზრდას მინიმუმ 30% ით.


ამ პარამეტრით მივიღე ჯამში 29 კომპანია. ეს ნიშნავს რომ ამ ცხრილში არის კომპანიები რომლებიც კვარტლიდან კვარტლამდე რეალიზაციის მოცულობას ზრდიდნენ 30% ით და მათი ქონება 2 ჯერ მეტია მათ ვალდებულებებზე.
ეს ნამდვილად ნიშნავს რო ეს კომპანიები ფინანსურად საღი და ჯანსაღ კომპანიებია. და ეს კომპანიები ადვილად გაუძლებენ ფინანსური პრობლემებს და ეკონომიკურ რეცესიას.



როგორც ზემოთ ავღნიშნე მეც მაქვს ჩემი Watch list ი სადაც მაქვს ყველა ის კომპანია რომელზეც ვფიქრობ რომ ღირს ინვესტიციის ჩადება სწორ დროს.


ჩემს Watch list-ში დაფილტრული კომპანიებს აქვთ Quick Ratio > 0,5 ზე მეტი. ამის მიზეზი შემდეგია:


ზედა ფორმულიდან ეს კოეფიციენტი მოიაზრებს კონსიგნაციით რეალიზებული საქონლის ჩათვლას დოვლათში, ჩემი დაშვებით კრიზისის დროს რომ ვერ მოახერხოს კომპანიამ კონსიგნაციით რეალიზებული საქნოლოს 100% ამოღება. ამიტომ ვვარაუდობ რომ კონსიგნაციით რეალიზებული საწონლის 50% ით რომ ამოიღოს მაინც შეძლებს იყოს გაუმკლავდეს რეცესიის პერიოდს ისე რომ დამატებითი ფინანსური დახმარება არ მოიძიოს.


ქვემოთ გთავაზობთ ჩემს Watch list ს  და დარწმუნებული ვარ როცა ეს ფინანსური და ეკონომიკური დუხჭირი ცხოვრება გადაივლის ამ აქციებს არავინ დაგითმობთ იმ ფასში რა ფასიც ეხლა ამ აქციებს აქვთ.



მოცემულ სლაიდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია თუ კონკრეტულმა კომპანიამ წლის დასაწყისიდან რამდენით დაიკლო ფასში. როგორც ხდავთ წითელი ფერის კვადრატებით მონიშნულია კომპანიები რომლეთა აქციის ფასებმა დაიკლო 50% ზე მეტად.


ამ დროისთვის სულ ეს იყო“-აღნიშნავს ჯაბა დიხამინჯია. 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up