კომპანიას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მოგების ყოველთვიური გადასახადის დეკლარირება ევალება

კომპანიას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მოგების ყოველთვიური გადასახადის დეკლარირება ევალება

access_time2021-06-24 11:50:00

კომპანიას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მოგების ყოველთვიური გადასახადის დეკლარირება ევალება


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა - ანა ოსიყმიშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.


რას გულისხმობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?


მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:


• განაწილებული მოგება,;


• გაწეული ხარჯი ან სხვა გადახა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;


• უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;


• წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1%-ს.


ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი, რომელ საწარმოს ეხება და რომელს არა მოგების ყოველთვიური გადასახადი?


მოგების გადასახადის გადამხდელია:


• რეზიდენტი საწარმო;


• არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.


მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, გარდა შემდეგო ორგანიზაციებისა:


• კომერციული ბანკი;


• საკრედიტო კავშირი;


• სადაზღვევი ორგანიზაცია;



• მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი;


• ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირი, ამ საქმიანობის ნაწილში;


• ცალკეული გადამხდელები საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით.;


რამდენია მოგების გადასახადის ოდენობა და როგორ ხდება გაანგარიშება?


მოგების გადასახადის განაკვეთი არის 15%. რაც შეეხება გაანგარიშებას, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0,85-ზე გაყოფის შედეგად.


მაგალითისთვის, თუ კომპანიის დამფუძნებელმა დივიდენდის სახით გაიტანა 8000,00 ლარი (ანუ დაბეგვრის ობიექტი), მაშინ დასაბეგრი თანხა იქნება 8000,00/0,85=9411,74 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი იქნება 9411,74*15%=1411,76 ლარი.


აღნიშნულ მაგალითში არ უნდა დაგვავიწყდეს გადახდის წყაროსთან დაკავება გადასახდელი თანხის 5%-ის და ასევე გადახდა/დეკლარირება.


ვინ არის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული?


მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:


• 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით;


• არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;


• თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით;


• ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება);


• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.


• ასევე საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შეღავათები.


როდის ხდება მოგების გადასახადის დეკლარირება და მოგების გადასახადის გადახდა?


მოგების გადასახადის დეკლარირება უნდა მოხდეს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში ხორციელდება მოგების გადასახადის გადახდაც. აღსანიშნავია რომ, კომპანიას თუ არა აქვს კონკრეტულ თვეს მოგების გადასახადის ვალდებულება, თუმცა მონიშნული აქვს საინფორმაციო გრაფაში მოგების დეკლარირება, ვალდებულია წარადგინოს ნულოვანი დეკლარაცია.


Kudos Georgia-ს შესახებ


ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.


„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.


კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up