კომპანია USA2Georgia-ს შეფასება  განბაჟების ლიმიტის 500 ლარამდე აწევის ინიციატივაზე

კომპანია USA2Georgia-ს შეფასება განბაჟების ლიმიტის 500 ლარამდე აწევის ინიციატივაზე

access_time2019-03-27 11:00:26

საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი  შესაძლოა  300-დან 500 ლარამდე გაიზრდოს. კანონპროექტს, რომელსაც  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, გადამზიდავი კომპანიები „კომერსანტთან“ ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ  ინიციატივამ  შესაძლოა, ბოლო პერიოდში შემცირებული გაყიდვები გაზარდოს.

 

კომპანია USA2Georgia-ში აცხადებენ, რომ  საფოსტო დარგის განვითარება აღიარებულია  სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან საფოსტო სისტემა ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულია.



„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საზღვრებს გარეთ - ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციის შესყიდვებში. მთავარი მოტივი არის დაბალ ფასი, რაც დაბალი მსყიდველუნარიანი მოსახლეობისთვისაც მისაღებია.



მივესალმებით ხელისუფლების მხრიდან საფოსტო სივრცეში შეზღუდვების შემცირებას, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საფოსტო დარგი მონეტარული პოლიტიკის პულსზე დგას და დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა უნდა შეცვლილიყო კურსის ცვლილების დინამიკასთან ერთად,“ აცხადებენ
კომპანია USA2Georgia-ში.



როგორც ცნობილია, საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ.

 

კანონპროექტის ინიციატორი გიორგი კანდელაკია. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის პოზიციაც, რომლის მიხედვით, ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს.„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.

 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა პარლამენტმა შარშანაც განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.


სოფო ქსოვრელი 






დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up