კომპანია „უმალსა“  და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული პრობლემა მოგვარდა

კომპანია „უმალსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული პრობლემა მოგვარდა

access_time2020-02-13 17:15:07

კომპანია „უმალსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა რაც,დავაში საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩაერთო და ”უმალს“  საწარმომდე მისასვლელი გზის 2020 წელს დასრულებას დაჰპირდა.


როგორც ცნობილია, კომპანია გასულ წელს „კომერსანტთან“ საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. კერძოდ, ხელმძღვანელების ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა ცენტრალური მაგისტრალიდან ქარხნამდე მისასვლელი გზა დაკეტა, რის გამოც კომპანიას საკმაოდ ბევრ პროექტზე და ინვესტორების მოზიდვაზე ხელი ეშლებოდა.


დღეს „უმალის“ გენერალური დირექტორი, გენო ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ ცუდი ამინდის პირობებში ქარხანამდე მისვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ეს მიზეზი გახდა საკმაოდ ბევრი საინვესტიციო პროექტის გადადების საფუძველი.  „საბედნიეროდ, პრობლემა გადაიჭრა და 2020 წელს გზა გვექნება. გზა რეალურად ვერ კეთდება მორკალური მონაკვეთის გამო, რომელიც არის ქარხანასთან ახლოს და უკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს, სადაც მოძრაობის უსაფრთხოების ვარიანტი უნდა დამტკიცდეს. ეს არის რეალური მიზეზი რომელიც მოგვარდება ორივე მხარის სასარგებლოდ.“-ამბობს გენო ნასყიდაშვილი.


რაც შეეხება პროდუქციას და ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას, გენო ნასყიდაშვილის თქმით, საწარმო უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის, რომელიც ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.



„შარშან ჩვენს პროდუქტს გოლდენ ბრენდის სახელწოდება მიენიჭა და დარწმუნებულები ვართ, რომ წელსაც იგივე შედეგი გვექნება. ასორტიმენტი ყოველთვის მზარდი გვაქვს. 2020 წელს ახალი პროდუქტიც შეგვემატა, ქაშაყისგან დამზადებული სალათი. მსგავს პროდუქტს ყოველთვის ვამატებთ და ვთავაზობთ მომხმარებელს.“-ამბობს გენო ნასყიდაშვილი.



„უმალის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  სახელმწიფო უწყებასა და კომპანია „უმალს“ შორის  არსებული დავის გამო  გადაიდო ბრენდული მაღაზიის გახსნაც, რომელის გახსნასაც  კომპანია 2019 წლის ბოლოს,თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გეგმავდა. მისი განცხადებით,  პროექტი მას შემდეგ განხორციელდება, როდესაც  ქარხნამდე მისასვლელი  გზის მშენებლობა დასრულდება.


კომპანია „უმალი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.  ის  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.  


თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.კომპანიას მეურნეობა 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხოლო საწარმო ჯამში  2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up