კომპანია “უმალი“ ბრენდულ მაღაზიას 2019  წლის ბოლომდე გახსნის

კომპანია “უმალი“ ბრენდულ მაღაზიას 2019 წლის ბოლომდე გახსნის

access_time2019-07-06 10:00:25

კომპანია “უმალი“ ბრენდულ მაღაზიას 2019  წლის ბოლომდე გახსნის.როგორც „კომერსანტს“ „უმალის“ დირექტორმა ლაშა შარაშენიძემ  განუცხადა, კომპანია მაღაზიას თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გახსნის. მშენებლობისთვის სხვადასხვა სახის ადგილი მოიაზრება და  სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ადგილმდებარეობას ვერ ასახელებს. მისი განცხადებით, მაღაზია „უმალის“ სახელწოდებითვე იქნება წარმოდგენილი და მხოლოდ კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია გაიყიდება.


კომპანია „უმაღლის“ ბრენდული მაღაზია 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაეხსნა, თუმცა,როგორც დღეს ლაშა შარაშენიძე განმარტავს, პროექტის განხორციელების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ  მარკეტინგული გათვლაა.კომპანიის დირქტორის  ინფორმაციით, „უმალს“ 2018 წლის ივლისთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 30%-ით გაეზარდა.2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაყიდვები 25%-ით გაეზარდა. ხოლო ამავე პერიოდში მხოლოდ ხიზილალის გაყიდვებმა 60%-ით მოიმატა.

 

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქართული ნედლეული გადავამუშაოთ, თუმცა, ბაზრიდან მოთხვნიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებთ. არის ისეთი თევზის ჯიშები, რომელიც საქართველოში არ არის. გამომდინარე იქიდან, გვიწევს  იმპორტრებული თევზის შემოტანა“-აცხადებს შარაშენიძე.


მისი განცხადებით, კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა, სულ ახლახანს გამოუშვა ორაგულის ჩხირები, ახალი სალათები. უახლოეს მომავალში კომპანია რამდენიმე საზაფხულო პროდუქტის წარმოებასაც  გეგმავს.


როგორც შარაშენიძე აცხადებს,  ისევ პრობლემად რჩება ცენტრალური მაგისტრალიდან ქარხანამდე მისასვლელი გზა,რომელიც საავტომობილო გზების დეპარტმენტმა დაკეტა. შარაშენიძე განმარტავს, რომ ამის გამო კომპანიას განვითარებაში ხელი ეშლება.



„უკიდურესად გვიჭირს,თუ თოვლი და წვიმა მოვიდა, მაშინ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. გუბერნატორი გვეხმარება, რაც შეუძლიათ გვეხმარებიან. ჩვენც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ცენტრალურ მაგისტრალთან მიერთდეს ეს ეს გზა, გავაკეთეთ პროექტიც. ეს იოლი თემა არაა, საბედნიოერდო არიან სახლემწფოში ისეთი ხალხი, ვინც  გვითანაგრძობს. ქართული წარმოებაა და გზა არ აქვს, ოღონდ ნებართვა მოგვცენ და გზას ჩვენი სახსრებით გავაკეთებთ“-აცხადებს შარაშენიძე.


ჯერ კიდევ 2018 წელს, საავტომობილო გზების  დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გზა და აქედან გამავალი ავტომანქანები საფრთხეს უქმნიდა ცენტრალურ მაგისტრალს, რის გამოც არ კეთდებოდა დასახელებული გზის მონაკვეთი.


თევზის და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზი“, პროდუქციას „უმალის“ ბრენდით აწარმოებს. თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.კომპანიას მეურნეობა 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხოლო საწარმო ჯამში  2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.


„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს.ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, 100 გრამიანი ხიზილალა 23 ლარი ღირს, ხოლო 200 გრამიანი 47 ლარი.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


სოფო ქსოვრელი 






სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up