კომპანია “უმალი“ 2019 წლის გაზაფხულზე საკუთარ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

კომპანია “უმალი“ 2019 წლის გაზაფხულზე საკუთარ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

access_time2019-01-23 16:00:02

კომპანია “უმალი“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგოროც „კომერსანტს“ უმალის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, კომპანია მაღაზიას თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გახსნის. ბიზნესმენის თქმით, მშენებლობისთვის სხვადასხვა სახის ადგილი მოიაზრება და  სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ადგილმდებარეობას ვერ ასახელებს.  დადიანიძის განცხადებით, მაღაზია „უმალის“ სახელწოდებითვე იქნება წარმოდგენილი და მხოლოდ კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია გაიყიდება.


კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „უმალს“ 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაყიდვები 25%-ით გაეზარდა. ხოლო ამავე პერიოდში მხოლოდ ხიზილალის გაყიდვებმა 60%-ით მოიმატა.


დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქართულ ხარისხიან ხიზილალას რუსულის სრულად ჩანაცვლება შეუძლია.


„იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით ქართული კონკურენტურანია, როგორც ფასით ასევე გემური თვისებებით. სამომავლოდ მხოლოდ ქართული პროდუქციით იმპორტირებული რუსული ნაწარმის, თუნდაც ხიზილალის ბაზრიდან სრულად გაქრობა შეგვიძლია,“ - აღნიშნა დადიანიძემ.



კომპანია გასულ წელს „კომერსანტთან“ საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. კერძოდ, ხელმძღვანელების ინფორმაციით საგზაო დეპარტამენტმა ცენტრალური მაგისტრალიდან ქარხანამდე მისასვლელი გზა დაკეტა, რის გამოც კომპანიას საკმაოდ ბევრ პროექტზე და ინვესტორების მოზიდვაზე ხელი შეეშალა. 


ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, საგაზაო პრობლემა ამ ეტაპზეც მოუგვარებელი რჩება, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბიზნესის ხელშეწყობას არ ცდილობს.  თუ არსებული მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება შესაძლოა ამან „უმალს“ როგორც ბიზნესს პრობლემები შეუქმნას და მეტიც საბოლოო ჯამში წარმოება შეჩერდეს.

 

ჯერ კიდევ 2018 წელს, საავტომობილო გზების  დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გზა და აქედან გამავალი ავტომანქანები საფრთხეს უქმნიდა ცენტრალურ მაგისტრალს, რის გამოც არ კეთდებოდა დასახელებული გზის მონაკვეთ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომერსანტი კვლავ დაუკავშირდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

თევზის და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზი“, პროდუქციას „უმალის“ ბრენდით აწარმოებს. თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

კომპანიას მეურნეობა 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხოლო საწარმო ჯამში  2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, 100 გრამიანი ხიზილალა 23 ლარი ღირს, ხოლო 200 გრამიანი 47 ლარი.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.






„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up