„კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანია „ტრიდე“ ვალდებულებას იღებს: ქველმოქმედების სახით გადარიცხოს 30 000 ლარი ინფექციური საავადმყოფოს ანგარიშზე, რითაც გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ამ კოლექტივის თავდაუზოგავი შრომის მიმართ ჩვენი უღრმესი პატივისცემა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის „ფეისბუქ“ გერდზე გავრცელდა.
„საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონის მოსაწყობად დროებით სარგებლობაში გადავცეთ საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში კომპანიის საკუთრებაში არსებული მცირე ზომის (10 ნომრიანი) სასტუმრო.
როგორც დეველოპერული კომპანია, მზად ვართ ასევე ქველმოქმედების სახით მივიღოთ მონაწილეობა ახალი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობაში, რომლის აშენების აუცილებლობა შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა“ – ნათქვამია განცხადებაში.