კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი: „საქართველოს ადგილი  რეიტინგებში მნიშვნელოვანია

კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი: „საქართველოს ადგილი რეიტინგებში მნიშვნელოვანია"

access_time2019-10-23 14:58:47

კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი უილიამ მარკშტეინი ბათუმში ლოგისტიკური ჰაბის შექმნის პერსპექტივაზე საუბრობს. კერძოდ, ამის შესახებ მან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩატარებულ საინვესტიციო პანელზე „საქართველოს განვითარება - მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა“ ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



როგორც უილიამ მარკშტეინმა განმარტა, საუბარი შეეხება ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას - ბაქოს გავლით და რკინიგზით ბათუმში. ბიზნესმენის განცხადებით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება. „ეს ძალიან კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია ირანსა და არასტაბილურ ქვეყნებში რთულია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება“, - აღნიშნა მან.




უილიამ მარკშტეინის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის, განსაკუთრებით აზია-ევროპის სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ორი ახალი ქარხნის პროექტი უზბეკეთსა და თურქმნეთში: „ხუთი მილიონი ტონა დაახლოებით შვიდ მილიონ ტონამდე გაიზრდება და ეს ტვირთი გლობალურ ბაზარზე გასასვლელს ელის - კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით. რკინიგზის სისტემის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგია. ვიცით, რომ ძალიან სანდო იქნება ჩვენი პროექტისთვის, რომ შეიქმნას ლოგისტიკური ჰაბი - გვინდა, შევქმნათ ბაქოსა და ბათუმში. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის სტაბილური და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტი, შეგიძლია დაეყრდნო, რომ მომწოდებლებმა მუდმივად გააგრძელონ პროდუქტების ტრანსპორტირება წარმოების შემდეგ, - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფაქტორი ჩვენთვის“, - განაცხადა უილიამ მარკშტეინმა.



კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს. „კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ზოგადად ბიზნესკლიმატი - მე საინვესტიცო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ჩვენი მმართველობის კითხვა არის ყოველთვის შემდეგში: რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციისა და სტაბილურობის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაუმჯობესება, ასევე მნიშვნელოვანია რეიტინგებში საქართველოს ადგილი, ის, რომ - თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა“, - აღნიშნა მან.








კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა
access_time2020-01-23 11:30:37
საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ექსპერტებმა 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს.წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ. imedinews.ge

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“
access_time2020-01-23 11:13:03
„უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების...

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...


მსგავსი სიახლეები

up