TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

access_time2020-02-19 17:00:28

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა.


არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ გაფორმდა, როდესაც მთავრობისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კომპანია წინა ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა. საქმე ეხება, სწორედ სამტრედია-გრიგოლეთის 12 კმ-იან გზას, რომლის ღირებულებაც 30 მლნ ლარს შეადგენდა.


როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.


ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.


ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდრიოდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდ დააფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.


შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. 110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.


TODINI Costruzioni Generali S.p.A. გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში დაფუძნდა. თავდაპირველად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კომპანია იტალიის ცენტრალურ ნაწილში ახორციელებდა, შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით.


უკვე 1990-იან წლებში TODINI Costruzioni Generali S.p.A საზღვრებს გასცდა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც „ტოდინმა“ საქმიანობა უცხოეთშიც დაიწყო, პირველი იყო ალჟირი და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მთლიანად, კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაასრულა გზის სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია.


2016 წლის მარტში TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს 100%-იანი წილის მფლობელები ყაზახები გახდნენ. იტალიური „ტოდინი“ ყაზახურმა PRIME Systems KZ-მა შეიძინა. დღეს TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს გენერალური დირექტორი არის თურქეთის მოქალაქე აჰმედ ბუდანი. დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია ყაზახი ბიზნესმენი - ხურამ მურადოვი, საბჭოს წევრები არიან პრასად ბამრე, ფაბიო ფოლია და მუჰსინ ახმადოვი.


წყარო: bpn.ge





თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება
access_time2020-04-06 15:38:38
დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ამავე დოკუმენტის თანახმად,...

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს
access_time2020-04-06 15:30:33
კომპანია “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ონვეი ოპერირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურების სფეროში და ემსახურება არაერთ წარმატებულ ქართულ ინტერნეტ მაღაზიას. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა ჯგუფი - “Voice of Ecommerce” , რათა გავერთიანდეთ E-commerce სფეროს ჯაჭვის ყველა რგოლი ერთი მიზნისთვის -...

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება
access_time2020-04-06 14:45:52
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...


მსგავსი სიახლეები

up