ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიას აღემატება, მათ შორის არის რამდენიმე საკულტო ამერიკული კომპანიაც.
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის Tesla-ს საბაზრო კაპიტალი თითქმის 210 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად მასკის კომპანია ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფირმის ღირებულება Toyota-საც კი აღემატება.
Tesla-მ საბაზრო კაპიტალში გადაასწრო Coca-cola-ს, Disney-ს, Cisco-ს, Merck-ს, Exxon Mobil-ს. აღსანიშნავია, რომ იმ სიაში სადაც 500 ყველაზე მდიდარი კომპანიაა აღრიცხული Tesla-ს მხოლოდ 19 კომპანია უსწრებს, მათ შორისაა: Microsoft, AT&T, Amazon და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla აღნიშნულ სიაში ოფიციალურად არაა აღრიცხული, რადგან როგორც ჩანს, კომპანია სხვადასხვა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
Imedinews