კომპანია სპექტრის ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

კომპანია სპექტრის ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

access_time2021-07-13 12:55:19

კომპანია სპექტრის ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა


სპექტრის ორგანიზებით 10-11  ივლისს,  თელავში , გაიმართა კონფერენცია SecureIT , რომელიც შეეხებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვას. კონფერენციაზე  სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა  და  საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს გაზარდილი  გამოწვევები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და გააზიარეს არსებული საფრთხეების პრევენციის მიმდინარე ტრენდები.

Hall.jpeg

შეხვედრის მიზანი იყო  კიბერუსაფრთხოების პრობლემის აქტუალურობის გაზრდა ბიზნესისთვის  და დარგის წარმომადგენლებს საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ  გამოცდილება და გაცნობოდნენ იმ წამყვან ტექნოლოგიებს, რაც  დაეხმარებათ მართონ უსაფრთხოების რისკები და  შეინარჩუნონ  დაცული და საიმედო ტექნოლოგიური გარემო.



“თანამედროვე ორგანიზაციები საჭიროებენ საინფორმაციო აქტივების დაცვის კომპლექსურ მიდგომას. მსოფლიოში მიმდინარე ბოლო ტენდენციებმა და განსაკუთრებით, გლობალურმა პანდემიამ, მკაფიოდ დაგვანახა ამ მიმართულებით გადაუდებელი ზომების მიღების საჭიროება. თუ ადრე საინფორმაციო უსაფრთხოება მოიაზრებდა, მხოლოდ ორგანიზაციის პერიმეტრის დაცვას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი ხედვის თანახმად, უკვე საჭიროა დავიცვათ 3 მთავარი აქტივი: პერსონალი (მათი იდენტიფიცირება), აპლიკაციები და მონაცემები – ხოლო , ეს ყველაფერი უნდა იმართებოდეს ერთიან ე.წ. უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან. ჩვენი კომპანია, 3 წელზე მეტია , საქართველოს ბაზარს, აღნიშნული გადაწყვეტილებებს და მათი უზრუნველყოფის სერვისებს  სთავაზობს”ივანე შეკლაშვილი, Micro Focus ბიზნესის განვითარების მენეჯერი საქართველოში ღონისძიების პარტნიორები იყვნენ წამყვანი საერთაშორიო კომპანიები: Symantec, Palo Alto, Micro Focus

“დღეს კიბერუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას ისე, როგორც არასდროს. ბიზნესი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს განიცდის კიბერდანაშაულის შედეგად. კომპანია სპექტრი ეხმარება ბიზნესს შეარჩიოს დაცვის სწორი სტრატეგია, აირჩიოს სწორი აპარატული და პროგრამული კოპონენტები და რაც მთავარია, შეიმუშაოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უსაფრთხოებას ციფრულ გარემოში განიხილავს როგორც უწყვეტ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის მნიშვნელობა, არის ზომვადი და აზღვევს ბიზნესის რისკებს” ნათია წინწალაშვილი კომპანია სპექტრის დირექტორი


სპექტრი მულტივენდორული კომპანიაა - არაერთი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია საქართველოში. მისი ბიზნეს მოდელით, პარტნიორების დიდი ქსელით, პროცესებში მოქნილობითა და ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სპექტრი მომხმარებელს სწრაფ, ეფექტურ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც მათ წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის კეთებაში ეხმარება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up