კომპანია SMART business Georgia-მ PSP-ს საწყობის სრული გაციფრულება SMART WMS-ის დანერგვით უზრუნველყო  

კომპანია SMART business Georgia-მ PSP-ს საწყობის სრული გაციფრულება SMART WMS-ის დანერგვით უზრუნველყო  

access_time2022-06-16 09:45:47


PSP-ს ორი სადისტრიბუციო საწყობის შეერთების შედეგად მთავარი გამოწვევა საწყობის პროცესების სრული ავტომატიზაცია გახდა სამუშაო დროის ოპტიმიზაციისა და სერიული კონტროლის განსახორციელებლად.



SMART WMS-ის გადაწყვეტილებამ უზრუნველყო დავალებების სწრაფად და ეფექტურად შესრულება. ამჟამად სისტემა კონკრეტულ დავალებებზე სპეციფიკური მითითების საშუალებით არეგულირებს თანამშრომლის სამუშაოს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება ავტომატური რეაგირება, რათა შეკვეთის პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს. SMART WMS-ის სისტემის დანერგვის შედეგად, საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. 



სრულყოფილი გახდა მედიკამენტების აღრიცხვის სისტემა სერიის, ნაშთის და ადგილმდებაროების ზუსტი მითითებით;


დღეს PSP-ს საწყობში  შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა, ადამიანური რესურსის ოპტიმალური გამოყენების ხარჯზე, 1,5-ჯერ გაიზარდა. სრულდება ბევრად მეტი დავალება, ხოლო ახალი თანამშრომლების ჩართვა სამუშაო პროცესში გამოცდილი თანამშრომლის დახმარების გარეშე უმოკლეს დროში ხორციელდება.



SMART business უკვე 12 წელია უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის, მიმართულებისა და სექტორის კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციას მსოფლიო 60-ზე მეტ ქვეყანაში. 


კომპანია კლიენტებს სთავაზობს ERP და CRM, აგრეთვე პროგნოზულ ანალიტიკას და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას, დანერგვასა და მხარდაჭერას. გარდა ამისა, SMART business Georgia 2021 წელს დასახელდა Microsoft-ის წლის პარტნიორად საქართველოში 100-ზე მეტ ქვეყნის 4400 კომპანიას შორის. კომპანიამ წამყვან პარტნიორთა შორის საუკეთესოს წოდება ზედიზედ მეხუთედ, ხოლო საქართველოში უკვე მეორედ დაიმსახურა.


(R)



თეგები:
psp



დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა
access_time2022-07-06 13:00:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს...


მსგავსი სიახლეები

up