კომპანია „სითი პარკმა“  თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა

კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა

access_time2020-02-14 18:06:35

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა.ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.


შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.


თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.



მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება.






ერთი კაცის ქვეყანა

ერთი კაცის ქვეყანა
access_time2020-02-16 20:13:02
რატომ მცირდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იზრდება პანამიდან, სადაც რეგისტრირებული კომპანიებით ბიძინა ივანიშვილია ჩართული ტურიზმის ბიზნესში? როგორ ყიდულობს ივანიშვილი მიწებს საქართველოში საუკეთესო, გამწვანებულ ადგილებში და იყენებს თუ არა ხელისუფლებაზე მის გავლენებს იქ მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად? რა აქცევს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველად და რა პრობლემებს უქმნის ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? ნახეთ თავისუფლების მონიტორის” ახალი ჟურნალისტური...

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი
access_time2020-02-16 20:00:53
გასული წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მთავრობის 520-ე დადგენილება საკმაოდ აქტუალური საკითხი იყო, რაც, დიდი ალბათობით, მედიის ყურადღების მიღმა არც 2020 წელს დარჩება.     ამის მიზეზი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების განცხადებებია, რითაც ჯანდაცვის სისტემაში და კონკრეტულად საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით რიგი ცვლილებები დაანონსდა. მათი ნაწილის შესრულება დაწყებულია (მაგალითად,...

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს
access_time2020-02-16 18:00:39
  საიტ EastFruit-ის ცნობით,  საქართველო, რომელიც წლების მანძილზე იყო ნიგოზის იმპორტიორი,  მკვეთრად ზრდის ამ პროდუქტის ექსპორტს, რომელიც 2019 წელს გაიზარდა 10-ჯერ და შეადგინა 321 ტონა.   ეს არაა დიდი რაოდენობა, და ამ ეტაპზე ნიგოზის იმპორტი კვლავ აღემატება ექსპორტს, თუმცა, თავად ზრდა შთამბეჭდავია. ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მიაღწია 1,4 მლნ. დოლარს,   იმპორტი 1 წელიწადში შემცირდა 11% და 2019 წელს შეადგინა 1 100 ტონა....

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას
access_time2020-02-16 15:00:31
  ჩინეთში კორონავირუსისგან 1000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების ფონზე, ოფიციალურმა პეკინმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეწყვიტეს ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აღადგინონ ჩვეული კავშირები გლობალური ეკონომიკის წინსვლის შენარჩუნების მიზნით.   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ხაზს უსვამს საფრთხეს, რომელსაც ქმნის უპრეცენდენტო გაურკვევლობა მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში, და ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის შეშფოთებას იმის გამო, რომ ვირუსის ეპიდემია...

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ
access_time2020-02-16 16:00:49
გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში...


მსგავსი სიახლეები

up