ამერიკული კომპანია Simon Property Group-ს, რომელიც კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობს, კომპანია Forever 21 Inc.-ის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
Forever 21-ის მაღაზიების მართვაში Simon-ის გარდა Authentic Brands Group LLC-იც იქნება ჩართული. მოლაპარაკებები აქტიურ სტადიაზე იმყოფება. Authentic-სა და Forever 21-ში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
კომპანაი Forever 21-მა გაკოტრების პროცედურა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. გაკოტრების პროცედურის საშუალებით კომპანია რეფორმირებას იწყებს, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული წარუმატებელი მაღაზიები დახუროს.
Imedinews