კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი”, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, ETC და ROBE lighting სემინარს მასპინძლობს

კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი”, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, ETC და ROBE lighting სემინარს მასპინძლობს

access_time2017-12-12 15:30:04

13 დეკემბერს,  კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, ETC და ROBE lighting სემინარს მასპინძლობს, სადაც საკონცერტო და თეატრალური განათების მოწინავე ტექნოლოგიებზე იქნება საუბარი და ასევე სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი იქნება, ზემოთხსენებული ბრენდების უახლესი მოდელები. სემინარზე განიხილება კონკრეტული ქეისები, ETC და ROBE lighting -ის მიერ შესრულებული პროექტებიდან, რათა წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გაზიარება უფრო დეტალურად მოხდეს.

 

გარდა ამისა, სემინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც აქვს, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება, ასეთი ფართო მასშტაბით და დეტალურად მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ გამოფენებზეა შესაძლებელი. კომპანია შოუ ტექნიკის ცენტრი” ქართველ სპეციალისტებს ამ მიმართულებით კომფორტს უქმნის და შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე და ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია ბრენდის წარმომადგენლებთან.

 

თუ ხარ დაინტერესებული, საკონცერტო სცენებისა და თეატრალური განათების ტექნოლოგიებით, არ გამოტოვო სემინარი, რომელიც 13 დეკემბერს სასტუმრო D’Plaza-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. დასწრება შესაძლებელია მოსაწვევების საშუალებით.

 

 

 

კომპანია შოუ ტექნიკის ცენტრი”, 15 წელია ადგილობრივ ბაზარზე ახდენს პოზიციონირებას. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია, პროფესიონალური განათება, გახმოვანება და აკუსტიკური დიზაინი. გარდა ამისა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ბირთვს წარმოადგენს საპროექტო განყოფილება, რომელიც სხვადასხვა ტიპის ობიექტების განათების, გახმოვანებისა და აკუსტიკური დიზაინის დაპროექტებასა და ინსტალაციას ახორციელებს, მსოფლიოში მრავალგზის აპრობირებული და უკვე სტანდარტად ქცეული მეთოდების საშუალებით, თუმცა ამ მეთოდების პარალელურად, კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი”, მუდმივად ცდილობს დაამკვიდროს განსხვავებული და ინოვაციური სტანდარტები საქართველოში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ზემოთხსენებული მიმართულებების განვითარებაში. კომპანიას აქვს ასევე სერვისის სამსახური, რომლის საშუალებითაც გარდა საგარანტიო მომსახურებებისა, ახორციელებს სხვადასხვა განათებისა და აუდიო ტექნიკის შეკეთებას.

 

კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი-ს მიერ განხორციელებული პროექტების სიაში ისეთი ობიექტებია, როგორებიცაა:

  • თიბისი ბანკი
  • გალერია თბილისი “Ball room”
  • ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
  • ახმეტელის თეატრი
  • ბათუმის რაგბის სტადიონი
  • შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქაშუეთის ტაძარი
  • სიონის ტაძარი
  • რესტორანი ქართული სახლი
  • სასტუმრო ამბასადორი
  • ინტურისტ პალასი (ლაუნჯი)
  • რესტორანი ასკანელ ჰილტონი (ბათუმი)
  • რესტორანი ოტიუმი
  • კლუბი მანდარინი

 

კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართულებითაც ვითარდება და მომხმარებელს უკვე 15 წელია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს სთავაზობს, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში „მუსიკის სახლი“, რომელიც 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.


 

თბილისი:

  • ა.მიცკევიჩის ქ.27ბ
  • ალ.თვალჭრელიძის ქ.2 (ისთ ფოინთი)

 

ბათუმი:

  • ნ.ჟორდანიას ქ.26

 

 

მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში „მუსიკის სახლი“, შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების ოფიციალური მოდელები, როგორებიცაა:

 

CASIO, Pioneer Dj, Pioneer Pro Audio, Alhambra, Meinl, Fender, Ibanez, Marshall, Presonus, Shure, Beyerdynamic, John Packer.

 

 


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ: 032-222-07-30

მისამართი: ა.მიცკევიჩის ქ.27ბ

Stc.ge | MusicHouse.ge | Musikis-Saxli.ge

ელ.ფოსტა: office@stc.ge



(R)



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up