კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ ავტომობილის გაყიდვის მსურველთათვის სოციალურ აქციას იწყებს.„კომპანია სფერო ჰოლდინგი covid 19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ავტომობილის გაყიდვის მსურველებს სთავაზობს!
კომპანიის აქცია ითვალისწინებს მანქანების ფიქსირებულ ფასად შესყიდვას და თანხის რამდენიმე თვეში გარანტიით ანაზღაურებას(უძრავი ქონების გარანტიით), რადგან რამდენიმე თვეში შესაძლოა ავტომობილების ფასი საგრძნობლად დაეცეს. დღეს გაყიდვები შეჩერებულია და სავალუტო კურსი შეცვლილი. ხოლო გაყიდვის მსურველებს შეუძლიათ თავი დაიზღვიონ და ამ კრიზისულ ვითარებაში სფერო ჰოლდინგის აქციაში ჩაერთონ - ავტომობილები გაყიდონ დღევანდელი ფიქსირებული ფასით!“-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.