კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

access_time2020-04-01 11:30:38

კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა.


11, 12 და 13 მარტს „სფეის კარგომ“ ბრაზილიის დედაქალაქ სან პაულოში ლოგისტიკურ სამიტზე წარდგენილი ქართული ღვინით, არაერთი სამხრეთ ამერიკული კომპანიის დაინტერესება მოახერხა. როგორც „კომერსანტს“ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ექსპერტმა გიორგი ერაძემ განუცხადა, „სფეის კარგომ“ „თელიან ველთან“ ერთად ბრაზილიის სამდღიან სამიტზე ქვეყნის ცნობადობის მთავარი ინსტრუმენტი, 6 სახეობის ქართული ღვინო გააცნო.


„ჩემი როლი ამ საქმეში იყო ის, რომ დავეხმარე „სფეის კარგოს“ განეხორციელებინა იდეა, რასაც ასევე მხარი დაუჭირა „თელიანმა ველმა“, როგორც მისმა ლოიალურმა მომხმარებელმა და მათთან ერთდ 6 სახეობის ქართული ღვინით მივიღეთ მონაწილეობა სან პაულოს სამიტზე. მონაწილეობის მთლიანი ხარჯები გაწეულ იქნა„სფეისკარგოს“მიერ, პრაქტიკულად მან მოახდინა ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე ინვესტირება.


აქ იმართებოდა როგორც ერთი-ერთზე შეხვედრები და ლექციები ასევე, მოლაპარაკებები ხანგრძლივი ურთიერთობების დასამყარებლად და ფორმდებოდა მემორანდუმები. სამიტს 79 ქვეყნის 200 -ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.



3 დღის განმავლობაში სამიტზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, როგორც welcome reception- ში, ასევე Happy Hour - ის დროს და სამიტის დასრულებისას გამართულ წვეულებაზე. 





მოგეხსენებათ,რომ სამხრეთ ამერიკასთან საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნია ბიზნესი ექსპორტის კუთხით, ქართული ღვინო კი მთავარი ინსტრუმენტია ქვეყნის გასაცნობად. ლათინური ამერიკისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აღფრთოვანდნენ ქართული ღვინით და გამოთქვეს სურვილი კიდევ უფრო ღრმად გაეცნონ ქართულ პროდუქციას, ქვეყნის კულტურას. რაც მთავარია დიდი დაინტერესებაა გადაზიდვების კუთხით როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გავლით რეგიონის მეზობელი ქვეყნებისა და ახალი აბრეშუმის გზისპირა ქვეყნების მიმართულებით.


მივესალმები ნებისმიერი მეწარმისგან კომპანია სფეის კარგოს მსგავსი ინიციატივისა და პროექტების განხორციელებას, რადგანაც ეს ყოველივე ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების საშუალებას იძლევა.“- აღნიშნა გიორგი ერაძემ.


რა სერვისებს გთავაზობთ საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ,,სფეისკარგო’’?

 „სფეის კარგო“ არის საერთაშორისო საჰაერო და  საზღვაო გადამზიდი კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს, არის ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი კომპანია. ამასთან ერთად კომპანია დიდი გამოცდილება აქვს ისეთი სახის ტვირთების გაგზავნაში როგორიცაა: საკვები პროდუქცია, ცოცხალი ცხოველები, ძვირფასი ნივთები, სოფოსტო ამანათები, და სხვა.

 

(R)


თეგები:
space cargo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up