კომპანია „საქნახშირის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს

კომპანია „საქნახშირის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს

access_time2020-04-09 16:20:14

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიები მუშაობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ქმნიან. 


ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში, „COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელსაც ავთანდილ ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის წევრები არიან კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მედიკოსები. პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შტაბის სხდომაზე შემუშავდა უსაფრთხოების პროგრამა, რომლის მიხედვითაც კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო/საპრევენციო სამუშაოები, ასევე, მოწმდება ყველა თანამშრომელი.


ავთანდილ ბოჭორიშვილი (დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში, შტაბის ხელმძღვანელი): „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შახტი სპეციალურ რეჟიმში მუშაობს. „მინდელის“ სახელობის შახტზე 3 შემოსასვლელი პუნქტია. ამჟამად 2 პუნქტი დაკეტილი გვაქვს და მხოლოდ 1 ფუნქციობს. თანამშრომლებს გადაეცათ პირბადეები და ხელთათმანები. შემოსვლისას ისინი მოწმდებიან და ანტისეპტიკური საშუალებებით უტარდებათ დეზინფექცია. ასევე, შევიძინეთ სიცხის დისტანციური საზომები და გავანაწილეთ „მინდელის სახელობის შახტზე“ (სადაც ადმინისტრაციული შენობაა), „ძიძიგურის სახელობის შახტზე“ და გამამდიდრებელ ფაბრიკაში.



მაქსიმალურად შევამცირეთ თანამშრომლების რაოდენობა ცვლებსა და ობიექტებზე: 70 წელს გადაცილებული თანამშრომლები გავუშვით ანაზღაურებად შვებულებაში. სარემონტო უბანი (რომელიც გვირაბების გადამაგრებას ახდენს) და სალიანდაგო გზის მოხელეები (რომლებიც ძველს ახლით ცვლიან) მოვხსენით პირველი ცვლიდან და გადავანაწილეთ სხვა ცვლებზე (რადგან პირველ ცვლაში ხალხის რაოდენობა შედარებით მეტი იყო). მკაცრად არის შეზღუდული თანამშრომლების რაოდენობა საშახტო ვაგონებში, საშახტო ლიფტსა და ავტოტრანსპორტში. ზოგადად, სახალხო ვაგონი 18 ადამიანს იტევს. ეს რაოდენობა 12-მდე შევზღუდეთ. ვაგონშიც და ლიფტშიც აკრძალულია ახლო კომუნიკაცია. ყოველდღიურ დილის თათბირზე უბნის უფროსები ჩვენგან (ხელმძღვანელობისგან) იღებენ მითითებებს, შემდეგ კი ეს მითითებები მიდის ცვლის უფროსებთან. ცვლის უფროსები მეშახტეებს ყოველ ჯერზე უტარებენ ინსტრუქტაჟს (საგანრიგო წიგნში ხელისმოწერით) და აკონტროლებენ, რომ სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით წარიმართოს.


მინდა აღვნიშნო, რომ ცვლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, დღეში ექვსი საათი იყო. ახლა კი, პირველი და მეორე ცვლის ხანგრძლივობა ნახევარი საათით შევამცირეთ, რათა თანამშრომლები ავარიდოთ კომენდანტის საათს (მათ გადაადგილებას კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უზრუნველყოფს).



რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ მიმართულებით ამჟამად 50 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ობიექტებს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება: ადმინისტრაციულ შენობას, აბანო-გარდერობებს, ფოიეებს, კაბინეტებს, საგანრიგოებს; ასევე, საამქროებს (მექანიკურ საამქროს, ელექტროსაამქროს), ელექტროდეპოს, ვაგონშემკეთებელს, ზედაპირულ კომპლექსს.


არის ობიექტები, სადაც სადეზინფექციო სამუშაოებს დღეში რამდენჯერმე, ყოველი ცვლის დაწყებამდე ვატარებთ. „ძიძიგურის შახტის“ ლიფტი ახლა დროებით გაჩერებულია (რადგან მზიდ ბაგირს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და უახლოეს დღეებში შევცვლით). ამ პერიოდში „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები ტრანსპორტით გადმოგვყავს „მინდელის სახელობის შახტზე. რაოდენობაზე შეზღუდვა აქაც დაწესებულია - 25-კაციან ავტობუსში 10 ადამიანზე მეტი არ ჯდება, 14-კაციანში კი - 6. ამის გამო, დამატებით გამოვყავით ტრანსპორტი.




სახალხო ვაგონებსა და ავტობუსებს დეზინფექცია დღეში ოთხჯერ უტარდება. სატრანსპორტო საშუალებები ყოველი ცვლის დაწყებამდე 2 საათით ადრე მუშავდება (რათა დროულად მოხდეს მათი განიავება და ჩვენს თანამშრომლებს სადეზინფექციო საშუალებების სუნმა დისკომფორტი არ შეუქმნას). გარდა ამისა, დეზინფექცია უტარდება საშახტო ლიფტს, +582 ჰ. +350 ჰ. +275 ჰ. და +175 ჰ-ის მიმღებ ბაქნებს (სადაც მოწყობილია მოსაცდელები) და ამწე დანადგარის კამერებს, სადაც ჩვენს თანამშრომლებს უხდებათ ყოფნა. დღეში ოთხჯერ უტარდება დეზინფექცია აბანო-გარდერობებსა და საპირფარეშოებსაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში გავაახლეთ საშხაპეები, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულია და მათ შორის მანძილი სტანდარტულია.


ჩვენი შტაბის მიერ უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლები გადანაწილებულები არიან შახტის სხვადასხვა ტერიტორიაზე და მათზე გაცემულია ისეთი განრიგი, რომ მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი არ აქვთ (ერთ სამუშაო ადგილზე თავს იყრის 2-4 ადამიანი). ყველა ჯგუფს მიჰყვება ინჟინერ-ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც აკონტროლებს, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ისაა პასუხისმგებელი თანამშრომლებზე - სამუშაო ცვლის დაწყებიდან დამთავრებამდე.


კომპანია „საქნახშირი“ მუშაობას აგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით. მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ამ მძიმე პერიოდში ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.



(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up