რძის პროდუქტების საერთაშორისო ჰოლდინგმა „ლაქტალის ჯგუფმა“ კომპანია “სანტეში” წილი 100%-მდე შეივსო.როგორც “ბიზნესპარტნიორისთვის” გახდა ცნობილი „ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალმა“ “სქაივიჟენისგან“ დარჩენილი 15%-იანი წილი 5,777 მლნ დოლარად გამოისყიდა და ქართულ კომპანიაში ერთპიროვნული მფლობელია.
ამ დროისთვის კომპანია “სანტე” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კომპანიას ლოგისტიკასა და ზოგიერთი ნედლეულით მომარაგებაში შეფერხებები შეუქმნა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გართულდა შესაფუთი მასალების იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო ლარის გაუფასურებამ კომპანიის შემოსავლები შეამცირა. სანტე ამ დროისთვის პროდუქციაზე ფასებს ინარჩუნებს, თუმცა, მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, საფასო პოლიტიკას გადახედოს.
ბიზნესპარტნიორი