კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

access_time2020-12-28 14:33:32

სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობა განსაკუთრებულად მოემზადა საახალწლო პერიოდისთვის და თავის ერთგულ მომხმარებელს უამრავ აქციას სთავაზობს, როგორც ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, ასევე მათი ვებ-გვერდების საშუალებით. მომხმარებლებს საშუალება აქვთ გააკეთონ საახალწლო შენაძენი და მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მორთული ნაძვის ხის ქვეშ დაახვედრონ საუკეთესო საჩუქრები გალაქსის ეკოსისტემიდან.



ბრენდის აქციის მთავარი მესიჯია „ჰოლოგრამა გიცავს.. და გასაჩუქრებს“, რაც გულისხმობს, რომ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის ან სხვა სმარტ მოწყობილობის შეძენისას, მომხარებელი არაერთ საჩუქარსა და სარგებელს მიიღებს. მაგალითად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს „Trade in“ პროგრამაში, მიიტანოს თავისი ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და მიიღოს 400 ლარიანი ფასდაკლება Galaxy S და Note სერიის ფლაგმანებზე. ასევე, დამატებით მყიდველს გადაეცემა უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია, რაც გულისხმობს - ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი მიზეზით გატეხილი ეკრანს სამსუნგი სიმბოლურ ფასად შეუცვლის.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საახალწლო აქცია სამსუნგის ჰოლოგრამიან ბიუჯეტურ მობილურებსაც შეეხება. Galaxy A სერიის სმარტფონების შეძენისას, მომხმარებელი სხვაადსხვა ნომინალიან ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად.





რა უნდა გავითვალისწინოთ საახალწლო შენაძენის გაკეთებამდე


სადღესასწაულო „შოფინგის“ ქარცეცხლში გახვეულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნიკა ან მოწყობილობები, რომელსაც ვყიდულობთ დიდხანს უნდა ემსახუროს მფლობელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს შესაძენი ნივთის საგარანტიო პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას.

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამსუნგის ოფიციალურ პროდუქციას საქართველოსთვის სპეციალურად დამზადებული ჰოლოგრამა იცავს და ანსხვავებს არაოფიციალური ანალოგებისაგან. ჰოლოგრამიანი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა იცის, რომ ნივთის დაზიანების შემთხვევაში მას სამსუნგის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი მოემსახურება. ასეთ საგარანტიო მომსახურების ცენტრში, დაზიანებული სმარტფონის ყველა ნაწილი, მხოლოდ ორიგინალი ნაწილით ჩანაცვლდება. ჰოლოგრამის მქონე სმარტფონი სრულად არის მორგებული ადგილობრივ GSM ქსელებთან, მოყვება ადაპტირებული აქსესუარები.



გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და აქვე შეგახსენებთ რომ, სამსუნგის საახალწლო აქცია მის ოფიციალურ პარტნიორებთან მიმდინარეობს: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი.



არ დაგავიწყდეს, ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს!


(R)


თეგები:
სამსუნგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up