კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

access_time2017-08-25 11:39:08

სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია Samsung-ის მემკვიდრეს და ვიცეპრეზიდენტს, მილიარდერ ლი ჯეიონს კორუფციისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ქრთამის მიცემის ბრალდებით სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ არსებული სკანდალის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

სამხრეთ კორეის მთავარი პროკურატურა ლი ჯეიონისთვის, კორუფციისა და ქრთამის აღების გამო, 12-წლიან პატიმრობას ითხოვდა. 

 

49 წლის მილიარდერს ასევე ბრალად ედება არაკანონიერი გზით ფულადი აქტივების საზღვარგარეთ დამალვა და ფულის გათეთრება. სასამართლომ საბოლოო განაჩენი აგვისტოს ბოლოს უნდა გამოაცხადოს.


 

პროცესი სამხრეთ კორეაში დაწყებული უმსხვილესი კორუფციული სკანდალის ნაწილია. ბიზნესმენს ბრალად ედება ქრთამის სახით პრეზიდენტის მეგობარი ქალის ჩხვე სუნ სილის ფონდში 18,3 მილიონი დოლარის გადარიცხვა, რის სანაცვლოდაც გამოძიების ვერსიით ლი ჯეიონმა Samsung-ის ორი შვილობილი კომპანიის გაერთიანების ნებართვა მიიღო. ჩხვე სუნ სილი კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით დააკავეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ლი ჯეიონი Samsung-ის მემკვიდრედ ითვლება,რადგან კომპანიას ოფიციალურად მისი მამა ხელმძღვანელობს.

 

imedinews.ge



„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე
access_time2020-11-24 11:00:08
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“...

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...


მსგავსი სიახლეები

up