კომპანია, რომელმაც სასტუმრო „ბუდაპეშტის" პროექტი გაასხვისა, წელს 4 ახალი მშენებლობის დაწყებას გეგმავს

კომპანია, რომელმაც სასტუმრო „ბუდაპეშტის" პროექტი გაასხვისა, წელს 4 ახალი მშენებლობის დაწყებას გეგმავს

person access_time2016-03-21 09:11:56

კომპანია „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი", რომელიც ვაკის პარკთან სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენებას გეგმავდა, წელს 4 ახალი პროექტის დაწყებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ვაკე-ვერა-საბურთალოს ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროების და ბიზნეს ცენტრების მშენებლობა.


მისი თქმით, კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად თბილისის მერიაში განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა, როდის გასცემს მუნიციპალიტეტი ნებართვას, უცნობია. ზაქაიძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტებში „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" ჯამში 25 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

 

სასტუმროები 4 ვარსკვლავიანი იქნება და მასში საერთაშორისო ბრენდები შემოვლენ. ამ დროისთვის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება მსოფლიო ბრენდ park inn by Radisson-თან, რომელიც ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის ადგილას აშენდება. სხვა დანარჩენ ბრენდებთან კი ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.



შეგახსენებთ, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია 2012 წლის სექტემბერში შპს „ტიფლის ბიზნეს ჯგუფზე" გასხვისდა. 2015 წელს შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები იყვნენ. ზაფხულშივე კომპანიამ ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.


რაც შეეხება ვაკის პარკთან დაგეგმილი სასტუმრო „ბუდაპეშტის" 22 მილიონიან პროექტს, „ტიფლის ბიზნეს ჯგუფმა" ეს პროექტი 2016 წლის დასაწყისში, ამერიკელ ინვესტორებზე გაყიდა. ზაქაიძე არც ინვესტორის ვინაობაზე და არც საშუამავლო კომპანიის სახელწოდებაზე არც მაშინ და არც ახლა არ საუბრობს. არ სახელდება არც გარიგების მოცულობა. „ფინანსურად ვეღარ გავუძელი პროექტის შენახვა-გაგრძელებას, ისინი კი დებენ ინვესტიციას და აშენებენ. სხვას ვერაფერს გეტყვით"-აცხადებდა მაშინ ზაქაიძე.



„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-09 10:06:39
ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი...

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...


მსგავსი სიახლეები

up