კომპანია, რომელმაც "ბურჯ ხალიფასთვის" ჭაღები დაამზადა, თბილისური "რიქსოსისთვის" „მშვიდობის ჭაღს" ქმნის

კომპანია, რომელმაც "ბურჯ ხალიფასთვის" ჭაღები დაამზადა, თბილისური "რიქსოსისთვის" „მშვიდობის ჭაღს" ქმნის

person access_time2016-04-07 09:15:03

თბილისური „რიქსოსის" ექსკლუზიურ  22–მეტრიან ჭაღს მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია LASVIT დაამზადებს. LASVIT ჩეხეთში 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მინის უნიკალურ ნაკეთობებზე მუშაობს, დიზაინერები ნამუშევრებს განათების მიმართულებითაც ქმნიან. 

 

კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რესტორნისთვის AT.MOSPHERE-სთვის,   რომელიც დუბაიში ცათამბჯენ „ბურჯ ხალიფაში" მდებარეობს, განათებები და დეკორაციები დაამზადა. კომპანიის მიერ დამზადებული ჭაღებია განთავსებული არაბეთის გაერთიანებული საემიროების ახალ სასტუმროებში. ლასტვის თანამედროვე ნამუშევრებითაა გაფორმებული დუბაის მეტროს ორი სადგურიც, რომლებსაც ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. თბილისური „რიქსოსის" მისაღებში კი კომპანიის მიერ 22 მეტრი სიმაღლისა და 4 მეტრი დიამეტრის ჭაღი იქნება დამონტაჟებული, რომელსაც „მშვიდობის ჭაღს" უწოდებენ და სიმბოლურად მტრედებითაა გაფორმებული. 



თბილისის ცენტრში 5–ვარკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსი" მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული და ის ბოლო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებითაა აგებული. „რიქსოსი" მაღალი კლასის თურქული ბრენდია, რომელიც 2000 წელს შეიქმნა. ამჟამად  კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 სასტუმრო აქვს. „რიქოსის" ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბორჯომში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპლექსი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა.




ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up