კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, ყოფილი პარლამენტარის  შვილს ეკუთვნის

კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, ყოფილი პარლამენტარის შვილს ეკუთვნის

access_time2020-01-15 15:30:53

შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დააჯარიმა, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ბუკიას შვილს, ნათია ბუკიას ეკუთვნის.


ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები. „აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა.


შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ 2010 წელს დაფუძნდა. მაშინ კომპანიის 70%-იან წილს „ელ ენდ ენ ფაინანსიერ ჰოლდინგ ეს ეი“ ფლობდა, 30%-იანი წილის მფლობელი კი ნათია ბუკია იყო. 2013 წლის ივლისიდან დღემდე ნათია ბუკია კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ქარვაში“ დირექტორის პოსტს გიორგი თაბაგარი იკავებს. ნათია ბუკია იყო შპს “დრიმლენდ ოაზისი”-ს 8.3% წილის მფლობელიც, რომელმაც პირდაპირი შესყიდვის გზით სსიპ “ბათუმის ბულვარს” მიაწოდა ბულვარის განვითარების კონცეფცია. ამ დროისთვის „დრიმლენდ ოაზისის“ 91%-ს ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია „ალბერეტა“ ფლობს, 9%-იანი წილის მფლობელი კი ნიკოლოგ გეგუჩიძეა.



ნათია ბუკია არის გოდერძი ბუკიას შვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხობის მაჯორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინა. თუმცა დასახელებიდან ერთ თვეში ბუკიამ დეპუტატობა გადაიფიქრა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება დასახელდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბუკია ხობის მაჟორიტარი დეპუტატი უკვე იყო. 2012 წელს 2012 წელს ის აირჩიეს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ პარტია მალევე დატოვა. გოდერძი ბუკია 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. (1995, 2004,2008 და 2012 წლები).


bpn.ge


თეგები:
ჯარი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up