“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - სატელეკომუნიკაციო კომპანია ROKU-ს აქციები წელიწად ნახევარში 116,31%-ით გაიზარდა

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - სატელეკომუნიკაციო კომპანია ROKU-ს აქციები წელიწად ნახევარში 116,31%-ით გაიზარდა

access_time2019-05-14 19:00:30


მოგესალმებით

(საკითხავი დრო 6 წუთი)


8 მაისს, ამერიკული კომპანია Roku, Inc. (ROKU)-მმა2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები  წარადგინა . მინდა გითხრათ რომ, ამ კომპანიის მომავალ წარმატებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსების რაოდენობა, არც თუ ისე მცირეა. მაგრამ ჩვენ, ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით არ ვმოქმედებთ. ვეძებთ ფარულ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენი ვარაუდით იქნება ბიზნესისთვის მოგების მომტანი გრძელვადიან პერიოდში. ამ სახის ფარული შესაძლებლობები კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს უხვად ააქვს. რომელიც ხშირად ანალიტიკოსების ყურადღების მიღმა  რჩება.



მე პირადად, ამ კომპანიის აქციები  2017 წლის 21 ნოემბერს შევიძინე. კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადე $38,45
8 მაისს, შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, აქციის ფასი დაფიქსირდა $83,17 დოლარზე. რაც ჩვენი ინვესტიციის 116,31%-იან ზრდას ნიშნავს.



ფოტოზე ხედავთ კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის დინამიკას.


ანალიტიკური ინფორმაცია: მიზეზი თუ რატომ გავხდი ამ კომპანიის აქციონერი, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:



„ROKU ტექნოლოგიური კომპანია“ 27/12/2017 http://jdinvestment.ge/ka/news/18


„კომპანია ROKU-ს ბიზნესანალიტიკა“ 27/08/2018 http://www.jdinvestment.ge/ka/news/36



მცირე ინფორმაცია კომპანიის შესახებ


უმრავლესობისთვის შესაძლოა ცნობილია რომ, ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვისს/მოწყობილობით.


ჩვენი მიზანია, დავინახოთ კომპანიის ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და რომლებიც, ალბათ, მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ ასეთ, რამოდენიმე მარგალიტს ქვემოთ შემოგთავაზებთ.


ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი თვითონ ირჩევს რას უყუროს და როდის.


სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები გაჩაღებულ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯის გაწევით, Netflix. Amazon Prime Video. Hulu და ახლა უკვე იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple, Google თავისი YouTube-ით, Disney და სხვა უამრავი.


აქვე იკითხავთ ალბათ - თუ ეს ბიზნეს მიმართულება ასეთი გადატვირთულია სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? ეს კითხვა ლეგიტიმურია. 


ჩვენ არ გვაინტერესებს ამ კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არც ერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. იგი იქნება ჰაბი, სახლი ყველა დანარჩენი კონტენტ პროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტს - ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტ პროვაიდერების, პროდუქტების კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით, ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე.


ROKU მხოლოდ  თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას  ახდენს მომხმარებლამდე, სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე.


აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითად, როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის, ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა.


კომპანია ROKU-ს თავის პლატფორმაზე უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს თითოეულ მომხმარებელზე. იცის კონკრეტული მომხმარებლის ქცევა. რას უყურებს, როდის უყურებს რა რაოდენობის დროს ხარჯავს ტელევიზორთან. შესაბამისად, კომპანია სხვადასხვა ბიზნესებს სთავაზობს DIRECT რეკლამირებას. სარეკლამო ჭრა გადაცემებს შორის დამოკიდებულია მომხმარებლის ტიპზე, მის ინტერესებზე. ერთსა და იმავე არხის მაყურებელი, გადაცემაში სარეკლამო ჭრის დროს უყურებენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლს და ეს დაფუძნებულია მათ ინტერესზე და ქცევაზე. ამ მიმართულებით კომპანია აგენერირებს საკმაოდ მნიშვნელოვან მოგებას.


ახლა კი მცირე ინფორმაცია 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებზე.


ფინანსური მაჩვენებლები 


• შემოსავლები $206 მილიონი, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 51%-ით. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $189 მილიონი. საგრძნობი გადაჭარბება დაფიქსირდა. 



- 2 მილიონით გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა და შეადგინა 29,1 მილიონი მომხმარებელი.


- 2018 წლიდან კომპანიის მომხმარებლებს შორის, ტელევიზორის ყურებადი საათების რაოდენობა გაზრდილია 9,2 მილიარდი საათიდან 24 მილიარდ საათამდე ( ეს წარმოუდგენელი ცვლილებაა).


- ბოლო 18 თვის განმავლობაში ROKU-ს მომხმარებლებში სტრიმინგი მოცულობა გაზრდილია ბევრად მეტჯერ ვიდრე ეს გასული პერიოდში ფიქსირდებოდა.


- სრული 2018 წლის განმავლობაში ერთ მომხმარებლისგან გენერირებული შემოსავალის (ARPU-Average Usage Per User) ზრდა დაფიქსირდა $4,17 დოლარით და შეადგინა $17,95.


- 2019 წლის პირველ კვარტალში (ARPU-Average Usage Per User) კიდევ გაზრდილია $1,11-ით განსხვავებით 2018 წელთან შედარებით და დაფიქსირდა $19,06.


- ყოველი გაყიდული 3 ტელევიზორიდან შტატების ტერიტორიაზე ერთი ტელევიზორი იყო RPKU-ს პლატფორმით აღჭურვილი;


- RPKU- ს პლატფორმიდან შემოსავალი გაზრდილია 79%-ით გასულ წელთან შედარებით და შეადგინა $134,2 მილიონი;


• EPS ერთი აქციის წილი მოგებამ - შეადგინა  -$0,09. ანალიტიკოსების მოლოდინი ამ მხრივ იყო -$0,24;


• GUIDANCE  კომპანიამ დააანონსა სრული 2019 წლის მთლიანი შემოსავალი $1 მილიარდი. ეს წლიდან წლამდე 40% იანი ზრდაა;


გავიმეორებ: კომპანია ROKU წარმოადგენს ოპერაციული სისტემას SVOD (Streaming Video on demand).


არ აქვს მნიშვნელობა რა საშიშად ჟღერს კომპანიის სახელი AMAZON.COM არც კომპანია APPLE-ის გრანდიოზულობას აქვს მნიშვნელობა. არც კომპანია Disney-ს, ვინაიდან ეს კომპანიები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულები სამომხმარებლო ბაზრის წილის გასაყოფად. კომპანია ROKU-ს პლატფორმა ყველა მათგანს აერთიანებს ერთ ჭერქვეშ და არის ძალიან ღირებული ბიზნესმოდელი ამ მხრივ.


ჭკვიანი ტელევიზორები 


დავიწყოთ კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზი, მე მინდა დაგანახოთ კომპანიის უპირატესობა, რომელიც თითქოსდა უგულებელყოფილია უამრავი ანალიტიკოსების მიერ. უპირატესობა, რომელიც მომავალში კომპანიის ზრდის და განვითარების საწინდარია. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ყოველი სამი რეალიზებული ტელევიზორიდან ერთი აღჭურვილია ROKU-ს ოპერატიული სისტემით. ყოველი ტელევიზორი წარმოებულია შემდეგი კომპანიების მიერ: Element, Hisense, Hitachi, JVC, Magnavox, Philips, RCA, Sanyo, Sharp, TCL, და Westinghouse. აღჭურვილია ROKU -ს ოპერაციული სისტემით.


ამ მხრივ კომპანია ROKU ფლობს ბაზრის 40% უკვე და ის ჯერ კიდევ მზარდია.


უცვლელად გთავაზობთ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას: 

The Roku OS is designed for exceptional performance using relatively low-cost hardware. This approach enables us to drive account growth by offering Roku players at great value to consumers. We also believe we will be able to continue to drive active account growth from our TV brand partnerships. The low bill of materials required to run the Roku OS enables our TV brand license partners to build smart TVs using our operating system that are more competitively priced.


As smart TVs take over most of the overall TV installed base over time, we believe we can power a very large portion of TVs based on our unique solution for TV brands.


ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება ანუ იგივე SVOD მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა მომავალ სატელევიზიო ბიზნესში. საკაბელო ტელევიზიების სარეკლამო ბაზარი შტატების ტერიტორიაზე ამ დროისთვის შეადგენს $207 მილიარდ დოლარს.  ქვემოთ გთავაზობთ შესანიშნავ დიაგრამას, რომელიც მოწოდებულია კომპანია Statista-ს მიერ.





დიაგრამაზე ჩანს რომ, სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2020 წლისთვის მიაღწევს $228,75 მილიარდს. ამ მიმართულებით გასაანალიზებელია შემდეგი ინფორმაცია.


მას შემდეგ რაც პოპულარობას იძენს (Streaming Video On Demand. SVOD) მიმართულება საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლები მცირდებიან. და ეს ტენდენცია ცხადია.


ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ საკაბელო ტელევიზიების პენეტრაციის პროცენტულ მაჩვენებლებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. 



აქ ერთი წუთით შევყოვნდეთ და დავაკვირდეთ მონაცემებს. ეს არ ნიშნავს რომ მოსახლეობა აღარ უყურებს სატელევიზიო არხებს? სრულიად პირიქით. მოსახლეობა ნელ-ნელა გადადის საკაბელო ტელევიზიებიდან ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურების მოდელზე. SVOD ამ მხრივ უკვე არსებობენ ცნობილი კომპანიები Netflix. Amazon Prime Video. Hulu. ბოლო დროს ამ ბრძოლაში ჩაერთო Apple.Inc და The Walt Disney Company. ეს ინფორმაცია ნიშნავს შედეგს მოსახლეობა აუქმებს სააბონენტო მომსახურეობას საკაბელო ტელევიზიებთან და ანაცვლებენ ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურების მომსახურებაზე. ამ ინფორმაციას ცხადყობს ყველა მოყვანილი დიაგრამა.



მოსახლეობა უფრო მეტ ვიდეო კონტენტს უყურებს, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია არ არის საკაბელო ტელევიზიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დიაგრამაზე ხედავთ კვირის განმავლობაში საშუალოდ დახარჯულ დროს ვიდეო კონტენტების ყურებაში  - საუბარია  TVSVOD.



და საფინალო ინფორმაცია   ეს არის სრული 2018 წლის ინფორმაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.




2018 წლის განმავლობაში SVOD (ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება) სერვისი პირველ ადგილს იკავებს. პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, SVOD სერვისის მომხმარებლები ჭარბობენ Cable TV- ის მომხმარებლებს.


მაშ ასე, ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მყარი მოთხოვნადი ბიზნეს მიმართულება სატელევიზიო სივრცეში. ეს უფროა ვრცელია და მასშტაბური ვიდრე ფინანსურ სატელევიზიო გადაცემებში შუქდება. სავარაუდოდ, მომავალში ნებისმიერ ინდივიდუალურ პიროვნებას, ვინც ქმნის ვიდეო კონტენტს სახლიდან გაუსვლელად ექნება თავისი Streaming სერვისი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


სად არის კომპანია ROKU-ის ადგილი ამ მიმართულებით? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უამრავი მონსტრი, ფინანსურად ბევრად ძლიერი კომპანია არის ჩართული სატელევიზიო ბაზრის წილისთვის ბრძოლაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ROKU არ მოიაზრება ამ კომპანიების კონკურენტად. ის ცალკე დგას და ქმნის ეკოსისტემას აღნიშნული კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ მნიშვნელობას - ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტ პროვაიდერების პროდუქტები, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით, ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმით. ROKU თითქოს სახლია ამ კონტენტ პროვაიდერებისთვის. კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში, როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითად, როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სწორედ ეს არის ამ კომპანიის ღირებულება, კონკურენტული უპირატესობა.


შეჯამება


ამ დროისთვის ჩემს მფლობელობაში არის კომპანიის 260 აქცია და ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე უამრავი კრიტიკული ან პესიმისტური ინფორმაცია გაჟღერდა კომპანიის მომავალ ბიზნეს ოპერირებასთან დაკავშირებით. უამრავი სკეპტიკოსის ინფორმაცია არის გასაჯაროვებული ფინანსური საინფორმაციო საშუალებებით, მაგრამ კომპანიის აქციის ფასი მზარდია და ეს ზრდა არ არის შემთხვევითი.


ვიდეო კონტენტების შექმნა და დისტრიბუცია კატასტროფულად მზარდი ტრენდია. ჩემი მოლოდინი კომპანიის მომავალ ბიზნეს ოპერირებასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურია.


ამ დროისთვის სულ ეს იყო.  მომავალში კომპანიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ფინანსურ ანალიზს ხშირად გავასაჯაროებ.


მადლობა, რომ გვკითხულობთ.














თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up