კომპანია RMG-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა

კომპანია RMG-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა

access_time2021-02-15 17:00:27

კომპანია RMG-M კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა:

 

➡ინფრასტრუქტურა კაზრეთში -  2020 წელს კაზრეთში განხორციელდა 15 000 კვ.მ გზის რეაბილიტაცია, განხორციელდა 6 სკვერის კეთილმოწყობა,  კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშო ბაღებში დამონტაჟდა ატრაქციონები.


➡სპორტი - 2020  წლიდან არემჯი ძიუდოში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია. კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის და ფეხბურთის მხარდაჭერაშიც. არემჯი სარაგბო კლუბ ყოჩების და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ სიონის გენერალური სპონსორია. კომპანია წლებია ყოველთვიურად აფინანსებს თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ჭაბუკთა ფეხბურთის, რაგბის, მკლავჭიდის, შერეული ორთაბრძოლებისა და ჭადრაკის კლუბებს როგორც ბოლნისისა და დმანისის, ისე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც 1000-მდე ახალგაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლება.


➡თანამშრომელთა მხარდაჭერა - აღნიშნული მიმართულებით კომპანია მრავალ აქტივობას ახორციელებს: მათ შორის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა/მონიტორინგი, ტრანსპორტირება, უფასო კვება. მიმართულების ფარგლებში 2020 წელს არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია სამთოელის დღე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამშრომლები ჯილდოვდებიან და დაისვენე საქართველოში რომლის ფარგლებშიც 500-მდე თანამშრომელმა და მათმა ოჯახის წევრმა დაისვენა.


➡ღვინო ბოლნისი - ადგილობრივმა მეღვინე/მევენახეებმა უძველესი ქართული ტრადიცია - ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა აღადგინეს და ბოლნური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს. არემჯისგან მიღებული ყოველწლიური დაფინანსების ფარგლებში ხდება მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ბოლნური ღვინის წარდგენა. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად მეღვინეებმა ერთობლივი ძალებით 26 000 ბოთლი ღვინო ჩამოასხეს.


➡კულტურა -  არემჯი რეგიონში სახელოვნებო ანსამბლებისა და სასწავლო წრეების აქტიური მხარდამჭერია. ადგილობრივ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ცეკვა, სიმღერა და მხატვრობა. კომპანია არემჯის მიერ დაფინანსებულ სახელოვნებო სტუდიებში ყოველწლიურად 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.


➡ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა - პროექტის ფარგლებში საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფარგის ასიათასობით  ლიფსიტა გაეშვა.


➡საგანმანათლებლო პროექტები - არემჯი არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორის სტუ-ს სტიპენდიების პროგრამა და არაფორმალური განათლების პროექტები.  რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტებს შორის არის: საზაფხულო სკოლა, იდეების ლაბორატორია, ისტორიის კონკურსი დიდგორელი, ეტალონი.


➡COVID 19 - საქართველოში COVID 19-ის გავრცელების დღიდან, არემჯის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვასთან ერთად, რეგიონში ადგილობრივი თემის მხარდამჭერი ეფექტური ინიციატივების წარდგენა და მათი სწრაფი განხორციელება წარმოადგენდა.

 


(R)



თეგები:
rmg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up