კომპანია „რედკო” გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს

კომპანია „რედკო” გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს

access_time2017-10-17 10:00:59

დეველოპერული კომპანია „რედკო” გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს. კომპანია საზოგადოებას მუდმივად სიახლეებს სთავაზობს, რადგან მომატებული ტურისტების ნაკადის გამო გუდაურში „რედკოზე“ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამიტომ  2012 წლის შემდგომ კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება.

 

5 წლიან მოღვაწეობას ახალ გუდაურში კომპანია რედკო რიგით მე-5 აპარტოტელის New Gudauri Suites-ის გახსნით აგვირგვნიებს, რომელიც რედკოს საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსის New Gudauri Resort Residences & Spa-ს მცხოვრებლებს და დამსვენებლებს მოახლოებულ ზამთრის სეზონზე მნიშნვნელოვანი სიახლეებით ასიამოვნებს.

 width=500

პირველი სამორინე გუდაურში CASINO GUDAURI, კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, თანამედროვე და პროფესიონალური სპა კომპლექსი, საუნით, მასაჟის ოთახებით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული აუზებით - რედკოს ახალი პროექტები გუდაურში უკვე მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე გელით.

 

როგორც „რედკოში“ განმარტავენ, „გუდაური რამდენიმე წელში საერთაშორისო ევროპული დონის  კურორტი გახდება. ვინც ამჟამად გუდაურში ბინას ყიდულობს, ის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან უძრავი ქონების ფასი განვითარებულ კურორტზე საწყის ეტაპთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება. სწორედ ამიტომ, გონივრული ინვესტორები გუდაურში ახალი პროექტებით ინტერესდებიან და გათვლებს ამ კურორტის განვითარების პერსპექტივებზე აწარმოებენ.“

 

აღსანიშნავია, რომ ახალ გუდაურში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოელი მოქალაქეებისთვისაც. მათ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე იციან მსგავს საკურორტო ზონებში უძრავ ქონებაში ფულის დაბანდების უპირატესობების შესახებ.


 width=500

მომდევნო 4 აპარტოტელი, ჯამში 800-მდე საცხოვრებელი ბინით გუდაურში 2018 წელს გაიხსნება. აქედან პროექტები LOFT 1 (მე-6 აპარტოტელი) და LOFT 2 (მე-7 აპარტოტელი) აქციის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში თითქმის მთლიანად გაიყიდა, ხოლო რიგით მე-8 (“ატრიუმი) და მე-9 (“ნეო”) აპარტოტელის გაყიდვა კომპანიამ შემოდგომაზე დაანონსა. პროექტებში “ატრიუმი” და “ნეო” გათვალისწინებულია „რედკოს“ კლიენტების სურვილები და თანამედროვე ტენდენციები. ამ პროექტების ფასი მშენებლობის პროცესში იწყება 1000 აშშ დოლარიდან.

 

მომავალი 5-7 წლის განმავლობაში კომპანიამ ჯამში 26-მდე ახალი  პროექტი უნდა განახორციელოს, რომელიც კანადური კომპანია “ეკოზაინი”-ს მიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ახალ გუდაურს საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული ტურისტებისთვის მიმზიდეველ ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. უკვე ცნობილია, რომ კომპანია 2019 წელს გუდაურში სასტუმრო „რედისონ ბლუს“ გახსნის.

 

„რედკო“ არა მარტო აშენებს, არამედ უვლის და პატრონობს თავისივე აშენებულ უძრავ ქონებას, ხოლო გაყიდული ბინების მეპატრონეებს სთავაზობს გაქირავების სერვისს, რომელსაც ზამთრის და ახლა უკვე ზაფხულის პერიოდშიც შემოსავლის სტაბილურ წყაროს წარმოადგენს. ტურისტების რაოდენობის ზრდა შედის „რედკოს“ სტრატეგიულ ინტერესში, რადგან ეს უზრდის შემოსავალს ამ კომპანიის ბინების მფლობელებს. ასევე აჩენს მოთხოვნას ახალი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე.

 width=501

„რედკოს“ მიერ ახალ გუდაურში, გონდოლას 50 ჰექტარზე დაწყებული მასშტაბური მშენებლობა მოიცავს საცხოვრებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც ცნობილია ერთიანი კომპლექსის სახელით - New Gudauri Resort Residences & Spa. კომპლექსში შედის კონსიერჟის მომსახურება და 24 საათიანი დაცვის სერვისი. ასევე: სპა ცენტრები - საუნით, სავარჯიშო დარბაზით, საცურაო აუზით (ღია და დახურული) ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, საბავშვო ოთახებით, მაღაზიებით, გასართობი ადგილებით და სათხილამურო ინვენტარის მაღაზიით.

 

http://redco.ge/avada/

 

Sales office
1 T. Abuladze Street, 0162
Tbilisi, Georgia
Phone: +995 577 220 220 / 577 230 230 
Email: info@redco.ge | sales@redco.ge

 

Kiev Sales office
Horizon Office Tower
Shovkovychna St., 42-44, 3rd floor
Ukraine, Kyiv, 01004,
Т: +38044 490 12 27
M +38067 555 50 30

 

 

(R)




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up